ქეთო გოგოხია
25.09.2024

სატრანსპორტო კოლაფსმა, ცენტრალურ უბნებთან ერთად, თბილისის თითქმის ყველა ტერიტორია მოიცვა, მათ შორის, ქალაქის შემოსასვლელები, საიდანაც ყოველდღიურად მანქანების დიდი ნაკადი შედის და გადის. მიგრაციული პროცესის გააქტიურებამ ამ მხრივ თითქმის გამოუვალი სიტუაცია შექმნა და გზებზე მოძრაობა გაუსაძლისი გახადა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სადღესასწაულო პერიოდში, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, უქმეებზე და ა.შ. დედაქალაქის ახლომდებარე რაიონებიდან ყოველდღიურად უამრავი ავტომობილი მოძრაობს, რაც სატრანსპორტო  კოლაფსს ქმნის.

ნატალია ჯვარიძე
25.09.2024

„ზალკანიანს გამოიწვევენ იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო ის, რაც საჭირო იყო, თუმცა ეს მისი კი არა, ქართული პოლიტიკის და მმართველი გუნდის ბრალია. იმ გუნდის, რომელიც მხოლოდ თავის თავს უსმენს და არა სხვას. ვინც მარტო საკუთარ თავს უსმენს, ის ყოველთვის მარცხდება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
25.09.2024

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად დააკვირდებიან. ამის პარალელურად, „ქართულ ოცნებას" დაეძაბა ურთიერთობა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ მმართველი პარტიისთვის საარჩევნო პროცესზე ამ ორგანიზაციათა მონიტორინგის დასკვნები მიუღებელი აღმოჩნდა, მათ უნდობლობას გამოუცხადებს.

ნატალია ჯვარიძე
25.09.2024

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრების გაუქმებაზე მმართველ პარტიაში „არასერიოზულს" უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ეს სავალალო მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდილობაა. ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიული სამყარო ჩვენს ხელისუფლებასთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. ანალიტიკოსების მოსაზრებები კი სხვადასხვაგვარია.

თამთა ჩაჩანიძე
25.09.2024

დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობა მწვავდება, ტრამპის ოჯახი მის მეორე თავდასხმაში უკრაინულ კვალს ხედავს, ამერიკული მედია კი წერს, რომ ნიუ-იორკში ვიზიტად მყოფ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან უარი უთხრა დაგეგმილ შეხვედრაზე.

ელზა პაპოშვილი
24.09.2024

სიღნაღში, ქედელის დასახლებაში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მეგობრები ფრინველებზე ნადირობდნენ, რა დროსაც ერთი მათგანი ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა და სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. კაცს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილის გადარჩენას თავად მისი მეგობარი ცდილობდა, რომელმაც საბედისწერო გასროლა განახორციელა, თუმცა უშედეგოდ. 

გვანცა წულაია
24.09.2024

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სამედიცინო მომსახურება კიდევ გაძვირდება. სტომატოლოგიური მომსახურება ისედაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ღირებულებაც კლინიკებში იქნება. გაძვირების მიზეზი კი ახალი რეგულაციაა.

თამთა ჩაჩანიძე
24.09.2024

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებაში პირდაპირ ადანაშაულებს - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „ქართულ ქარტიაში" ნახსენები ერთწლიანი ტექნიკური მთავრობის შექმნა, სახელმწიფოს დაკნინების ტოლფასია. გარდა ამისა ეჭვი შეაქვთ სხვა პუნქტებსა და ზოგადად იმაში, რომ საერთოდაც ოპოზიცია ქარტიაში გათვალისწინებულ პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებს.

ელზა პაპოშვილი
24.09.2024

ეყოლება თუ არა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი პროფესიული მთავრობა? ანალიტიკოსთა შეფასებით, თუკი „ქართული ოცნება“ დამარცხდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი ქართული ქარტიის რეალობაში განხორციელება შესაძლოა სერიოზულ დაბრკოლებებს წააწყდეს.

გვანცა წულაია
24.09.2024

ადგილობრივი წარმოებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები დიდ პრობლემას წარმოადგენს. კერძო ს

ექტორს, ხშირ შემთხვევაში, მაღალი ტარიფის მომსახურება უჭირს, რის გამოც ვალი უგროვდება. მართალია, რამდენიმე წელიწადი გადგენილი გადასახადები არ გაძვირდება, მაგრამ არც შემცირდება. 

ნატალია ჯვარიძე
24.09.2024

ე.წ. კადიროველების, ანუ ჩეჩნური ბატალიონ „ახმატის" მეთაური აპტი ალაუდინოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლმა ქართველებმა კურსკის ოლქში ერთ-ერთი სოფელი გაძარცვეს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ერთგვარი „შურისძიებაა" ქართველ მებრძოლებზე, რომელთაც ახლახანს ბრძოლისას „ახმატის" წევრები ტყვედ აიყვანეს. ან, შესაძლოა, ალაუდინოვი ანალოგიური მიზეზის გამო თავად ჩეჩენ მებრძლებთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გადაფარვას ცდილობს.

ნატალია ჯვარიძე
24.09.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკვე რამდენიმე დღეა ნიუ იორკში იმყოფება და 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ამ ვიზტის წინ აშშ-მა საქართველოს 60 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, 4-ს კი, მათ შრის შსს-ს 2 მაღალჩინოსანს - ფინანსური სანქციები. ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს პრემიერი, რომელიც ამ სტატუსით პირველად სტუმრობს აშშ-ს, ამ ვიზიტს სწორედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დალაგებისათვის გამოიყენებდა. რას შეცვლის ამ მხრივ კობახიძის ვიზიტი და რა განცხადებებს უნდა ველოდოთ მისგან გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას?


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×