თამთა ჩაჩანიძე
03.10.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს ურსულა ფონ დერ ლაიენსს და შარლ მიშელს შეხვდა, სადაც ლიდერების მხრიდან ნათქვამი იყო, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირ- საქართველოს ურთიერთობაში. აღინიშნა, რომ „საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხმა შეიძლება მიიღოს".

გვანცა წულაია
02.10.2024

საქართველომ შუა დერეფანის როლი არც ისე კარგად აითვისა. ირკვევა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სულაც არ არის ისეთი სიტუაცია, როგორი მოლოდინიც აქამდე არსებობდა. თავი იჩინა ბევრმა პრობლემამაც. 

ელზა პაპოშვილი
02.10.2024

დედოფლის წყაროში 32 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დედოფლის წყაროში მომხდარ ფაქტს სწავლობს და ჯერჯერობით არ არსებობს ოფიცილური ინფორმაცია რა მოხდა და რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. 

ქეთო გოგოხია
02.10.2024

წინასაარჩევნო განწყობა უძრავი ქონების ბაზარზე არ ასახულა. როგორც ბინების რეალიზაცია, ასევე ქირის ფასი ბოლო პერიოდში სტაბილურად არის შენარჩუნებული. დაქირავების ღირებულებამ ცოტათი იკლო კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა სეზონურობიდან გამომდინარე, გაზრდილია. მოსალოდნელი დაძაბულობის ფონზე ბაზრის ტენდენციას დეველოპერები და ბროკერებიც დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ რეალიზაციის ტემპი ჯერაც აქტიურია და მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით გაიზარდა კიდეც.

თამთა ჩაჩანიძე
02.10.2024

პრეზიენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მანამდე სტუმრობდა საფრანგეთსა და გერმანიას, სადაც ქვეყნების ლიდერებთან აუდიენციები შედგა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ აცხადებს, რომ ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა და მისი ვიზიტი არაკონსტიტუციურია.

ნატალია ჯვარიძე
02.10.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ახსნა, თუ რატომ შეიცვალა პოზიცია. მან ასევე, ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო დასანქციერების შესახებაც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამას პარტიაში სერიოზულად არავინ აღიქვამს. ამასთანავე, პრემიერმა აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ურთიერთობის თვისობრივი გააქტიურება მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება.

ელზა პაპოშვილი
02.10.2024

ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს  გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, ორ ოქტომბერს  მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო. 

თამთა ჩაჩანიძე
02.10.2024

ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზეა - ისრაელი ირანის მასშტაბურ თავდასხმაზე მწვავე საპასუხო ზომებით იმუქრება, თეირანი კი აცხადებს, რომ ამ ეტაზე სარაკეტო იერიში დასრულებულია, თუმცა, თუკი მოწინააღმდეგე უპასუხებს, სამიზნე უკვე მთელი ისრაელის ინფრასტრუქტურა გახდება.

ნატალია ჯვარიძე
02.10.2024

პოლიტიკური პარტიები ცდილობენ არჩევნებამდე დარჩენილი დრო წინასაარჩევნო კამპანიების ფარგლებში აქტიურად გამოიყენონ. თუმცაღა, საკითხავია რა მოლოდინი და მოთხოვნები აქვთ ამომრჩევლებს პარტიების მიმართ. ანალიტიკოსები სამ ძირითად მოთხოვნებს ასახელებენ, რომლის უმეტესობასაც პარტიები ნაკლებად აკმაყოფილებენ.

ელზა პაპოშვილი
01.10.2024

უპრეცედენტო თაღლითობის სქემა, რომელშიც არა ერთი მოქალაქე აღმოჩნდა მოტყუებული,  პროკურატურამ გაშიფრა. პროკურატურაში უკვე მრავალტომიანი საქმე დევს, სადაც თაღლითების მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა. ირკვევა, რომ კარგად ორგანიზებული თაღლითური სქემით, კრიმინალირმა დაჯგუფებამ ქვეყნის მასშტაბით ათობით ოჯახი დააზარალა. 

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2024

აშშ-სგან „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების რისკი არჩევნების მახლოებასთან ერთად იზრდება. ამაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს. ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ივანიშვილს საკუთარი ფინანსების განკარგვის უფლება არ მიეცა და ვერდიქტში მოხსენიებულია, როგორც „სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი". ამასთან, დასავლელი რამდენიმე ლიდერი სანქციებს პირდაპირ ითხოვს, საქართველოში აშშ-ის საელჩო კი ივანიშვილს ტყუილში ადანაშაულებს, რასაც თავად „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ეხმიანება.

ნატალია ჯვარიძე
01.10.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ანალიტიკოსები შეცვლილ გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზებს უკავშირებენ, მათ შორის პრემიერის აშშ-ში ვიზიტს, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×