ქეთო გოგოხია 27.09.2024

,,რთველი-2024" წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის მხრიდან ყველა წინაპირობაა, რომ წლევანდელი შემოდგომა საინტერესო და მრავალმხრივ სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში მონაწილე ყველა სობიექტისთვის - ფერმერიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესის ჩათვლით. დაგეგმილი ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ღვინის ბაზარზე.
|
ელზა პაპოშვილი 26.09.2024

დიდ დიღომში გვაინ ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც ირკვევა, ურთიეთშელაპარაკების ნიადაგზე, მათ შორის ჯრ ფიზიკური, შემდეგ კი სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის მძიმე მდგომარეობაში ადგილზევე მიატოვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ დამნაშავესთან ერთად კიდევ ორი მამაკაცი იყო, რომლებიც ადგილდან მიიმალნენ. დაჭრილი ახალგაზრდა კი გამვლელებმა იპოვეს. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელმაც სამივე მამაკაცი ცხელ კვალზე, რამდენიმე სააათიანი სამძებრო - საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
|
ირმა ჩიტაია 26.09.2024

ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ფასები კატასტროფულად მატულობს. ამ პროცესს ხშირად რეალური საფუძველი არ აქვს და გაძვირება ინერციით ხდება. სფეროს სპეციალისტები მიმდინარე პროცესს არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზრდილი ფასი და მომსახურების შედარებით დაბალი ხარისხი ტურიზმს დააზარალებს. ნაწილი კი თვლის, რომ ნაკლები, მაგრამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს.
|
ელზა პაპოშვილი 26.09.2024

აშშ-მ ზელენსკის არ მისცა უფლება რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების და ამას თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს - სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაიასაიას განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმაც იმ შემთხვევაში მისცა უკრაინას მათი იარაღის გამოყენების საშუალება, თუკი ამერიკაც იგივეს იზამდა.
|
გვანცა წულაია 26.09.2024

შარშანდელთან შედარებით, წელს ჰიდროლოგიური ვითარება საგრძნობლად შეცვლილია. განვლილ თვეებში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება არ იყო მაღალი ანდა კაშხლოვან ჰესებში ზამთრისთვის წყალი დააგროვეს.
|
ნატალია ჯვარიძე 26.09.2024

ნატო ამზადებს გეგმას, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში, ფრონტის ხაზებიდან დიდი რაოდენობით დაჭრილი ჯარისკაცების კოორდინაციას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს. ნატოს ლოგისტიკური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ სოლფრანკმა სააგენტოსთან ინტერვიუში თქვა, რომ სამედიცინო ევაკუაციის მომავალი სცენარი განსხვავდება იმ გამოცდილებისგან, რაც მოკავშირეებს ავღანეთსა და ერაყში ჰქონდათ.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.09.2024

პოლიტიკურმა პარტიებმა ვადის ამოწურვის პარალელურად, საარჩევნო სიები გაასაჯაროვეს, რაც ნაწილობრივ მონახაზს ქმნის თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ მომავალ პარლამენტში. სიებში არიან, როგორც უკვე კარგად ცნობილი და გამოცდილი პოლიტიკოსები, ისე ბიზნესმენები, იურისტები, სპორტის, ხელოვნების თუ სხვა სფეროების წარმომადგენლები და უცნობი სახეები.
|
ნატალია ჯვარიძე 26.09.2024

არაბირთვული სახელმწიფოს მიერ თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ან ეხმარებიან ბირთვული სახელმწიფოები, რუსეთზე ერთობლივ თავდასხმად განიხილება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევებს ეხება.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.09.2024

ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
|
გვანცა წულაია 25.09.2024

მოახლოებული არჩვენების ფონზე საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ისევ ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება არც ერთხელ არ დადასტურებულა, წნეხი მაინც იზრდება. ამჯერად საუბარია ავტომობილებზე, თითქოს, აკრძალვის მიუხედავად, რუსეთში ახალი, ძვირად ღირებული მანქანები, საქართველოს გავლით შედის.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2024

სპეცოპერაცია კრიმინალური სამყაროს წინაღმდეგ - გურიაში მომხდარი კრიმინალური გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2024

სადამდე შეიძლება საქართველო ამერიკის ურთიერთობა დაიძაბოს და რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერი კობახიძე ბაიდენის მიღებაზე ჯერ დაპატიჟეს, შემდეგ კი მიწვევა გაუუქმეს?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|