გვანცა წულაია
31.07.2024

2024 წლის პირველი ნახევარი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიხურა. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა ორჯერ იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე წლის დასაწყისში იყო ნავარაუდევი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინსტიტუტების მიერ. ითქვა, რომ მშპ-ს ზრდა დარჩენილ თვეებშიც გაგრძელება. ეკონომისტთა ერთი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ 2024 წლის ბოლოს ორნიშნა ან მასთან მიახლოებული მაჩვენებელი ჰქონდეს ქვეყანას. 

გვანცა წულაია
30.07.2024

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სტაბილიზაცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია და ამ ეტაპზე არანაირი გარემოება არ იკვეთება, რაც სიტუაციას შეაბრუნებს. მართალია, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი მცირედით გაიზარდა, თუმცა ამას საბაზრო დინამიკაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. მოთხოვნა შემცირებულია, საპარლამენტო არჩევნების დაძაბულ ფონს ქმნის. ასე რომ, სამომავლოდ ბაზარზრ სტაბილურობის შენარჩუნებაც გაძნელდება.

გვანცა წულაია
30.07.2024

საარბიტრაჟო სასამართლომ „ანაკლიის კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის სარჩელზე განხილვა უკვე დასრულდა და დაადგინა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. საუბარია, 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებაზე და იმ პერიოდზე, როდესაც ანაკლიის პორტის აშენების უფლება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიენიჭა, თუმცა ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა. 

რეზონანსი
29.07.2024

საქართველოს სოფლის მეურნეობაში ნიტრატების ჭარბი გამოყენების გამო მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. იმისთვის, რომ მოსავლიანობა გაზარდონ, ფერმერულ მეურნეობებში გადაჭარბებული მოცულობით იყენებენ სასუქს, რაც სხვადასხვა დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს და ადამიანებს პირდაპირ წამლავს.

ირმა ჩიტაია
29.07.2024

საქართველოში სკოლის ასაკის ბავშვების მხატვრულ, სპორტულ და შემეცნებით წრეებში სიარული ძნელად ხელმისაწვდომია. ოჯახებს უჭირთ შვილებს სურვილები აუხდინონ. იმის ნაცვლად, რომ წლიდან-წლამდე მდგომარეობა შემსუბუქდეს, უფრო და უფრო მწვავდება. ფაქტია, სკოლის მოსწავლებიის აბსოლუტური უმრავლესობა ამ შესაძლებლობას მოკლებულია.

ქეთო გოგოხია
29.07.2024

საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული პროექტების განვითარება ჩიხში შედის. ამის მიზეზი გარკვეულწილად რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ შექმნილი ვითარებაა, რამაც გაზის მიწოდების მხრივ ევროპას გარკვეული პრობლემა შეუქმნა. ის, რომ 2030 წლისთვის სამხრეთ გაზის დერეფანი გაფართოვდება, უკვე საეჭვოა, შესაბამისად, საქართველოს სარგებელიც შემცირდება. როგორც ქართველი ენერგეტიკოსები საუბრობენ, ეს ზოგადი ევროკავშირული პოლიტიკა, რაც არაერთ ქვეყანას აზარალებს. პირველ რიგში აზერბაიჯანს, რადგან დიდი ალბათობაა, LNG ტერმინალის თუ გაზსადენების გაფართოების პროექტები ვერ განხორციელდეს.

გვანცა წულაია
25.07.2024

საქართველოში სიღარიბის დონე წლიდან-წლამდე მცირდება. დადებითი ტენდენციის მიუხედავად სიღარიბის დაძლევა კვლავაც რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ამიტომ მთავრობა, 2023 წლისთვის, პრობლემის თითქმის ბოლომდე დაძლევას გეგმავს. საინტერესოა, რამდენად რეალურია 6 წელიწადში 12%-მდე სიღარიბის ნულთან დაახლოება.

ირმა ჩიტაია
25.07.2024

წელს თხილის მსოავლიანობა და ხარისხიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მოსავლის აღების სეზონი სულ მალე დაიწყება, თუმცა თამამად კეთდება პროგნოზი, რომლის საფუძველზეც თხილის რაოდენობა გაზრდილია. რაც შეეხება ხარისხს, ფაროსანასთან ბრძოლა წლიდან წლამდე უმჯობესდება, რამაც პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებელი მკვეთრად გააუმჯობესა.

გვანცა წულაია
24.07.2024

საქართველოს ეკონომიკური განვითარება წლის დანარჩენ თვეებშიც გაგრძელდება. არჩევნების მოახლოების მიუხედავად, მშპ-ს ზრდას საფრთხე არ ელის. მეტიც, როგორც მთავრობაში ითქვა, მიმდინარე 2024 წელს შარშანდელ - 7.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, რასაც ეკონომისტებიც ეთანხმებიან.

ქეთო გოგოხია
24.07.2024

უძრავი ქონების ბაზარზე სტაბილურობა წელსაც შენარჩუნებულია. მართალია, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი მცირედით გაიზარდა, თუმცა ამას საბაზრო დინამიკაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. როგორც სამშენებლო კომპანიებში განმარტავენ, 2023 წელი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და დადებითი ტენდენცია წელსაც არ შეცვლილა. ფასები ფაქტობრივად შენარჩუნებულია და მოცემულობა სავარაუდოდ წლის ბოლომდე არ შეიცვლება.

რეზონანსი
23.07.2024

საქართველოს მთავრობა ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს, რისთვისაც მომავალ ოთხ წელიწადში 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. გასარკვევია, რამდენად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მთავრობის ხელშეწყობა უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის და დახმარებები იქნება თუ არა მათი საქართველოში დაბრუნების საწინდარი.

გვანცა წულაია
23.07.2024

ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია პაციენტზე მაღალ საკუთარ ინტერესებს აყენებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დაუფარვად ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ კი აფთიაქები პაციენტების მედიკამენტების დეფიციტს ხელოვნურად შექმნიან, მაშინ, სხვადასხვა მექანიზმი ამოქმედდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×