ირმა ჩიტაია
09.09.2024

მშობლებს სასკოლო ხარჯი გაეზარდათ, თითო მოსწავლის მომზადება, სულ მცირე 500 ლარი ჯდება, რის შესაძლებლობას ოჯახების დიდი ნაწილი მოკლებულია. ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებსა თუ მაღაზიებში სასკოლო ნივთების ფართო არჩევანია, თუმცა სურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები და პერსონალური კომპიუტერები უფასოდ რიგდება, ოჯახებს ხარჯი ყოველწლიურად ეზრდებათ.

ქეთო გოგოხია
09.09.2024

ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრად შემცირდა. ამის მიზეზი გლობალური ტენდენციაა, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში საომარი მდგომარეობა და ლიბიაში მიმდინარე დაძაბულობა, რომელიც ნავთობის მწარმოებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა, განსაკუთრებით ევროპის რეგიონისთვის. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ  აშშ-ს მხრიდან  ისრაელის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიც. რა არის მოსალოდნელი ახლო მომავალში ბირჟებზე და რას ელოდებიან საქართველოში?

ირმა ჩიტაია
05.09.2024

მიგრაციის მაჩვენებელი საშიშ ზღვარზეა. წლიდან წლამდე მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქვეყნიდან სამუშაოს შოვნის, განათლების მისაღებად ან რაიმე სხვა მიზეზით გადიან, ხოლო უკან დაბრუნება თითქმის არავის სურს, რაც სტატისტიკას კატასტროფულად წარმოაჩენს. ბოლო ათწლეულში ემიგრანტების რაოდენობა 59%-ით გაიზარდა.

გვანცა წულაია
05.09.2024

სასკოლო ასაკის დადგომისთანავე ოჯახის მთავარი საზრუნავი შვილისთვის ისეთი სკოლის შერჩევაა, სადაც ბავშვი კარგ და ხარისხიან განათლებას მიიღებს. ახლა სწორედ ეს პერიოდი დგას ქვეყანაში, ამიტომ საინტერესოა, რა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის და სწავლის დონესთან რამდენად შესაბამისობაში მოდის კერძო სკოლებში არსებული გადასახადი.

ქეთო გოგოხია
04.09.2024

მთავრობა მეხორბლეების მხარდაჭერის პოლიტიკას აგრძელებს. ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე მოსაკრებლის ვადის გახანგრძლივებით ადგილობრივ წარმოებას მეტი შეღავათი მიეცემა და ფასსაც მეტნაკლებად დაარეგულირებს. ამ გადაწყვეტილებით რამდენად დაიცავს ბაზარს ხელისუფლება, მედლის მეორე მხარეა, რომელიც მაინც და მაინც მიმზიდველად არ გამოიყურება. მეხორბლეებს ფასისა და რეალიზაციის კუთხით წელსაც პრობლემა აქვთ. სტრატეგიული პროდუქტის მწარმოებლები პირდაპირ აცხადებენ, რომ არსებულ გამოწვევებს შეიძლება ამითაც ვერ ეშველოს.

გვანცა წულაია
04.09.2024

სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოებზე მუშახელის პრობლემა წელსაც მწვავედ დგას. აგრარულ სფეროში მაღალი რგოლიდან დაწყებული, ქვედა საფეხურამდე, ნებისმიერი კვალიფიკაციის კადრი ძნელად მოიძებნება. მიუხედავად იმისა, რომ დღიური თუ თვიური ანაზღაურება, წინა წელთან შედარებით, წელს გაზრდილია, სოფლის მეურნეობაში მუშახელი მაინც სანთლით საძებნელია.

გვანცა წულაია
03.09.2024

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი გრძელდება. მზით დახუნძლული სამთვიანი პერიოდი ზღვისპირეთს ტურისტების მოზიდვაში დაეხმარა, თუმცა აჭარისთვის ვიზიტორების ნაკლებობა პრობლემა არასოდეს არ ყოფილა. ისე, როგორც სხვა წლებში, წელსაც ბათუმში განსაკუთრებულად დაიტვირთა და აქ აქტიურობა ბევრად მეტი იყო, ვიდრე სხვა ზღვისპირა ქალაქებსა, თუმცა ადგილობრივი ვიზიტორები ნაკლებად ჭარბობდნენ, ძირითადი დამსვენებელი მაინც უცხოელი იყვნენ და ჯერ კიდევ არიან.

გვანცა წულაია
03.09.2024

საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მართალია, ბოლო წლებში ამ მხრივ არსებული სტატისტიკა დადებითად გამოიყურება და შედეგი სულ უფრო უკეთესია, თუმცა უმუშევრობის დონე მაინც მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ეკონომისტები ამბობენ, რომ უმუშევრობის კლება მაღალ ეკონომიკურ ზრდას და მიგრაციას უკავშირდება, ეს უკანასკნელი კი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.

ქეთო გოგოხია
02.09.2024

დედაქალაქში წყლის მიწოდების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტობრივად მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა, მიზეზად კი მუდმივად ავარიული მდგომარეობა სახელდება, რასაც ბოლო არ უჩანს. ასეთ ქაოსს იწვევს ის ფაქტორიც, რომ სფეროში კონკურენცია მინიმალურ დონეზეც არ არის და ამ დროს არც კომპანიები ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც „ჯივიპის" მაგალითზე ერთხელ კიდევ გამოჩნდა. ცხელ ზაფხულში თბილისის რამდენიმე უბანში მიწოდება შეფერხებით ხდებოდა და ხალხი რამდენიმე დღის განმავლობასი უწყლოდ იყო დარჩენილი.

გვანცა წულაია
02.09.2024

საქართველოს ეკონომიკა განვითარებას განაგრძობს. ივლისის თვეში ქვეყნის მშპ 13%-ით გაიზარდა. ბოლო წლების ტენდენცია დადებითია და მოლოდინიც პოზიტიურია, მაგრამ საინტერესოა, რამდენად გრძნობს თითოეული ოჯახი ეკონომიკურ ზრდა და თანაბრად ნაწილდება თუ არა სტატისტიკური სიკეთე ადამიანებზე?

ირმა ჩიტაია
29.08.2024

ტურიზმის მასშტაბები გაიზარდა. მოლოდინი, რომ საქართველოში ტურისტთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდებოდა, ფუჭი აღმოჩნდა. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობასთან და სტაბილური გარემოს შექმნასთან ერთად ზაფხულის სეზონი აქტიური და მიმზიდველი გახდა შიდა და გარე ტურიზმისთვის. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ზღვისპირა კურორტები. მათზე წელს არნახულად დიდი მოთხოვნაა. 

გვანცა წულაია
29.08.2024

საქართველო, როგორც შუა დერეფნის კარიბჭე, თავის ფუნქციას არ კარგავს. დერეფანი აქტიურ და შეუერხებელ მუშაობას განაგრძობს და შესაბამისად, გადაზიდვების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. აქვე საინტერესოა, რამდენად ხდება ამ ყველაფერთან ფეხის აწყობა და მზარდი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, რამდენად მზად იქნება ქვეყნის ინფრასტრუქტურა?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×