ქეთო გოგოხია
19.08.2024

უმუშევრობა მცირდება და ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა შრომის ბაზარზე სიტუაცია რეალურად ვერ გაუმჯობესდა. უმუშევრობის შემცირებასთან ერთად იკლებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა. როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს სტატისტიკა, დასაქმება ისევ ჭირს და სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავს. 

ქეთო გოგოხია
19.08.2024

საქართველოში საშუალო ფენა ვერ იქნა და ვერ ჩამოყალიბდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ხელშესახები არ არის და ამ სიკეთით მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად ვერ სარგებლობს. ამასობაში მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები საშუალო ფენაში ვერაფრით გადადიან. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ვერასდროს მოიტანს შედეგს, თუკი ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება.

ქეთო გოგოხია
19.08.2024

საქართველოში საავტომობილო ზეთის ხარისხის სტანდარტი არ არსებობს, რის გამოც მისი კონტროლი  დიდ სირთულეს წარმოადგენს და რეალურად არც მოწმდება. ამ დროს დადასტურებულია, რომ უხარისხო საავტომობილო ზეთის გავლენა ადამიანებსა და გარემოზე ტოქსიკურია, ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის და ავტომობილების გამართულ მუშაობასაც ხელს უშლის. 

ირმა ჩიტაია
15.08.2024

შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. სახელმწიფოს პრობლემასთან გამკლავება უჭირს. მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანაში სწრაფად იზრდება სოცდაუცველთა რაოდენობა, რაც თავისებურად ურთიერთგამომრიცხავი ფაქტია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს მჩვენებელი 39%-ით გაიზარდა.

ქეთო გოგოხია
15.08.2024

საქართველოში საინვესტიციო კლიმატი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა. 2023 წლის სტატისტიკა ამ მხრივ არასახარბიელოა, რაზეც სხვადასხვა ფაქტორმა იქონია გავლენა. მათ შორის, შიდა პოლიტიკურმა ვითარებამ, სანქციებით  შანტაჟმა და სხვა, რამაც ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობა დაუკარგა. დიდი ალბათობით, კლების ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება, რაც უკვე არჩევნების გავლენით იქნება გამოწვეული. მომავალი წლიდან კი ამ მხრივ დადებით ფაქტორად შეიძლება იქცეს ანაკლიის პორტის პროექტი, რაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. 

გვანცა წულაია
14.08.2024

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწრების ნაცვლად, სულ უფრო უარესდება. ქვეყანაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა საკმაოდ რთულია და აუცილებელია საკითხის დროულად მიხედვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ წლების შემდეგ საქართველოში ეთნიკურად ქართველები უმცირესობაში მოექცნენ. 

გვანცა წულაია
14.08.2024

დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილება, პრაქტიკულად, პარალიზებულია. თბილისის შემდეგ საცობები ავტომაგისტრალებზეც შეიქმნა და მოქალაქეებს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად 2-3 საათით მეტი დრო სჭირდებათ. განსაკუთრებული პრობლემაა შაბათ-კვირის დღეებში და ეს ყველაფერი ერთი მხრივ გზების მშენებლობასაც უკავშირდება. 

გვანცა წულაია
13.08.2024

საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი გაიზარდა, ყველაზე მეტი წამალი აზერბაიჯანმა შეისყიდა. ექსპორტის ზრდა, დიდი ალბათობით, ბოლო წლებში გატარებულ რეგულაციებს უკავშირდება, რაც ერთი მხრივ თურქეთის ბაზრის გახსნას და მეორე მხრივ კი, რეფერენტული ფასების ამოქმედებას გულისხმობს. 

გვანცა წულაია
13.08.2024

ივლისში ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მატება 29.5%-ია და მოცულობამ - 682.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკაში დიდი წილი რეექსპორტს უჭირავს და ეს უკანასკნელი ქვეყანაში შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს. უშუალოდ ადგილობრივი ექსპორტი, რამაც შემოსავლებთან ერთად, დოვლათიც უნდა შექმნას, რეექსპორტის მსგავსად ვერ იზრდება, თუმცა განვითარება ამ კუთხითაც აშკარაა.  

ირმა ჩიტაია
12.08.2024

ქართული კურორტების უმეტესობა არასწორად ვითარდება. სექტორში ბევრი პრობლემაა, რაც განვითარებას აფერხებს და კონკურენტუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ეკონომიკური ფაქტორის წინა პლანზე წამოწევა ხდება, რაც აფერხებს დასასვენებელი ადგილების იერსახისა და დანიშნულების შენარჩუნებას.

გვანცა წულაია
12.08.2024

სწავლის დაწყებისას სტუდენტებს შესაძლოა, საცხოვრებელი სახლის მოძიება, წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც გაუჭირდეთ. მართალია, წელს უძრავი ქონების ბაზარზე მიგრანტების ეფექტი ნაკლებია, თუმცა სფეროში მოლოდინი შეიცვალა და ითქვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქებიის მხრიდან მოთხოვანა შესაძლოა, ისევ გაიზარდოს, რაც ქართველ სტუდენტებს ბინის დაქირავების ან დაგირავების მხრივ პრობლემებს შეუქმნის. 

ქეთო გოგოხია
08.08.2024

საზღვაო კურორტებზე წელს არნახულად დიდი მოთხოვნაა. სასტუმროების უმეტესობა მაღალი დატვირთვით მუშაობს, რამაც გარკვეული გავლენა ფასებზეც მოახდინა და დაახლოებით 20%-ით გააძვირა. განსაკუთრებით ეს იგრძნობა ზღვისპირა კურორტებზე, მთიან რეგიონებში ამ მხრივ ცვლილება არ არის, რაც გარკვეულწილად, გამოწვეულია იმითაც, რომ ზღვასთან შედარებით, ამ სეგმენტში ნაკლები აქტივობაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×