ქეთო გოგოხია 28.08.2024

საავტომობილო თხევადი გაზის ფასი ბენზინის ფასს უახლოვდება. თავის დროზე ამ საწვავზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ფასით იყო განპირობებული, რადგან მძღოლებისთვის ეკონომიურ, ბენზინის საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნეოდა და ასეც იყო. სანამ თხევად გაზზე აქციზის გადასახადს დააწესებდნენ, საკმაოდ იაფიც ღირდა. ამ ეტაპზე კი მისი გაძვირების საფუძველი ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება, რაზეც ეკონომისტები ღიად საუბრობენ, დარგის სპეციალისტები კი თხევადი გაზის გაძვირებას გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნიან.
|
ქეთო გოგოხია 28.08.2024

ზაფხულში გალის მოსახლეობის მთავარი საზრუნავი თხილის დაბინავება და გაზრდილ ფასებთან გამკლავებაა. ოჯახის მთავარი შემოსავალი სწორედ თხილზეა დამოკიდებული, ამიტომ გალელებისთვის პროდუქტის ფასს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჭირნახულის რეალიზაცია კი წლიდან წლამდე პრობლემაა, რადგან ზუგდიდში გასაყიდი პროდუქციის გადატანა ძვირი ჯდება, ადგილზე კი თხილი იაფია და შემოსავალი ამ დროს ხარჯის გასტუმრებას უნდება, განსაკუთრებით კი დღიური მუშის დაქირავება უჭირთ.
|
ირმა ჩიტაია 27.08.2024

წინასაარჩევნო დაძაბულობა საბანკო სექტორის საქმიანობაზე არ ასახულა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში ცოტა გაურკვევლობაა, საბანკო სფერო ჯერჯერობით ყველაზე სტაბილურია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევები ადასტურებს, რომ სექტორში არსებული დეპოზიტების მოცულობა მზარდია. რაც ნიშნავს, რომ სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს. ასევე, მოსახლეობის ნდობაც მაღალია, რაც წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ბანკებისთვისაც და მომხმარებლისთვისაც.
|
ქეთო გოგოხია 27.08.2024

მოსახლეობისთვის უფასო მედიკამენტებში მთავრობა ყოველთვიურად მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ შეღავათი რეალურად ნაკლებად იგრძნობა. ამის მიზეზი წამლებზე მაღალი დანახარჯია, რაც კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხალხისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. როგორც ირკვევა, ყოველთვიურად, სახელმწიფო პაციენტებს 4-დან 6 მილიონამდე ლარის მედიკამენტებს უფინანსებს. იმისთვის, რომ მედიკამენტებზე დამოკიდებულმა მოქალაქეებმა შეღავათი იგრძნონ, სახელმწიფო ხარჯი დაახლოებით 16 000 000 ლარს უნდა შეადგენდეს, ანუ წლიურად 200 000 000 ლარის ფარგლებში.
|
ქეთო გოგოხია 26.08.2024

საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში რეალური სექტორის დამსახურება მინიმალურია. ქვეყანაში, ძირითადად, მომსახურების სფერო ვითარდება, განსაკუთრებით საფინანსო დარგი, ვაჭრობა და ტურიზმი, ხოლო ინდუსტრიული მრეწველობა ამ პროცესს ფეხს ვერ უწყობს. შესაბამისად, რეალურ სექტორში ფულს არავინ დებს და ეს არც წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების ინტერესებშია, რომლებიც მუდმივად ერთსა და იმავე სეგმენტს აფინანსებენ. ამიტომ შრომის ბაზარი ვერ იზრდება, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ცუდად მოქმედებს.
|
ირმა ჩიტაია 26.08.2024

სქროლები, მოპედები და სხვა მცირე ზომის გადაადგილების საშუალებები საგზაო მოძრაობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არანაირ რეგულაციას არ ემორჩილებიან, მსგავსი ტრანსპორტი ქაოსურად მომრავლდა და ხშირად ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ხდება, რასაც ავარიების სტატისტიკაც ადასტურებს. მსოფლიოში დიდ ქალაქებში უკვე დაიწყებს ამ სახის ტრანსპორტის შეზღუდვა.
|
ქეთო გოგოხია 26.08.2024

შაქარი და მისი სინთეზური შემცვლელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ჭარბი დოზით შაქრის მიღება მავნებელია, თუმცა გაცილებით საშიშია ალტერნატიული საშუალებები, რასაც საკვებ ინდუსტრიაში იყენებენ.
|
ქეთო გოგოხია 22.08.2024

წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და ამ მდგომარეობას, სავარაუდოდ, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი დადებითია, რაც გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის კვლევითაც გამყარდა და გავრცელებულ მოსაზრებას ექსპერტთა უმეტესობაც ეთანხმება.
|
ირმა ჩიტაია 22.08.2024

შრომის ბაზარზე კადრებზე დიდი მოთხოვნა და დასაქმების მეტი შესაძლებლობაც გაჩნდა, თუმცა ამან მოსახლეობას დიდი შეღავათი ვერ მისცა. შედეგით კი ყველა უკმაყოფილოა, სამსახურის მაძიებელი და ბიზნესიც, რომელიც საჭირო კადრს დაბალი კვალიფიკაციის გამო ვერ შოულობს და ვერც ხელფასების ზრდის გარანტიას იძლევა.
|
ირმა ჩიტაია 21.08.2024

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება. დარგზე სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორი ფაქტორი ახდენს გავლენას. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სექტემბრიდან ბინების ღირებულება გაიზრდება, ნაწილი კი ფასების ზრდას პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს.
|
ქეთო გოგოხია 21.08.2024

ქართულ ბაზარზე ნუშსა და კაკალზე მოთხოვნა და ფასიც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია დადებითია, საქართველოში კაკლოვანი კულტურების წარმოება, ძირითადად, ახლა იწყებს განვითარებას. ბაზარი უმეტესწილად იმპორტული ნაწარმით არის გაჯერებული, რომელიც ქართულთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ღირს.
|
ქეთო გოგოხია 20.08.2024

საავტომობილო ბაზარზე სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება. წლის პირველ ნახევარში რეალიზაცია შემცირებული იყო, ახლა ვითარება შეიცვალა და მცირედი ზრდა ფიქსირდება, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. კერძოდ, არის საფრთხე, რომ ქვეყანამ ჰაბის ფუნქცია დაკარგოს, რაზეც ავტოიმპორტიორები ღიად საუბრობენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|