მარიამ ვეკუა
14.07.2025

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, სახალხო დამცველს მძიმე წერილით მიმართავს - ამტკიცებს, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, თავდამსხმელი საკანში დაწესებულების ადმინისტრაციის თანხმობით შევიდა, ბაჩიაშვილს ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობენ. შემთხვევაზე რეაგირება მოითხოვა სახალხო დამცველმა, პოლიტიკური ოპონენტები ამას რეჟიმის „პირად შურისძიებად" აფასებენ, პენიტენციური სამსახური კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ცილისწამებად მიიჩნევს.

თამთა ჩაჩანიძე
14.07.2025

შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. მითუმეტეს, იმ ფონე, როცა ბლოკმა აღნიშნული მექანიზმი გაამარტივა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც საქართველოს ხელისუფლებისადმი მწვავე კრიტიკა ისმის, განსაკუთრებით აღსანიშნია ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადება, სადაც საუბარია მათ ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებაზე.

მარიამ ვეკუა
13.07.2025

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ 13 ივლისს ევროკავშირის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და გაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაზე ოფიციალურად უპასუხა. მმართველი პარტიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, დიპლომატიურ გავლენაში „დიპ სტეიტმა" ჩაითრია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი დიდ ბრიტანეთიდან მოსალოდნელ ახალ სანქციებს ელის. სანქციების დაწესებას არც ანალიტიკოსები გამორიცხავენ.

ნატალია ჯვარიძე
12.07.2025

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებენ, რომ მზად არიან გამოიყენონ არსებული მექანიზმები, თუ „საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს". ამასთან, მათივე თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კურსი შეიცვალოს და ვითარება გამოსწორდეს.

თამთა ჩაჩანიძე
11.07.2025

სომხეთი და აზერბაიჯანი, თურქეთის მხარდაჭერით, სულ უფრო მეტად თამაშობენ რეგიონში დამოუკიდებელ თამაშს, რითიც რუსეთს ბერკეტები თანდათან ხელიდან ეცლება, რომ თავის გავლენის სფეროში ამყოფოს ერევანი და ბაქო. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ მოსკოვი რაც უფრო დაკარგავს კონტროლს აზერბაიჯანსა და სომხეთზე, წნეხი გაძლიერდება საქართველოზე, ჯერ ჰიბრიდული მეთოდებით მოაქცევს ქვეყანას და ხელისუფლებას მისი კონტოლის ქვეშ და მერე „შეიძლება სამხედრო ინტერვენციაზეც იფიქროს".

ნატალია ჯვარიძე
11.07.2025

ბრიტანეთის პარლამენტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სიგნალი. ამან თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, განსაკუთრებით ორიოდე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გამოკვეთილად და რადიკალურად ანტისამთავრობო რეზოლუციის ფონზე.

ნატალია ჯვარიძე
11.07.2025

ყოფილი პრეზიდენტის დამაბნეველი განცხადება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში სხვადასხვანაირად აღიქვეს. ამას ერთმანეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ისევ კრიტიკა მოჰყვა. ანალიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის გაურკვეველ პოზიციაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციაში ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდეს.

მარიამ ვეკუა
11.07.2025

აჭარის მთარობის ექსთავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის გარშემო ვერსიების არეალი ფართოვდება - მათ შორის შანტაჟის, ფინანსური მოთხოვნების, მუქარისა და ფსიქოლოგიური წნეხის შესახებ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გივი თარგამაძე აცხადებენ, რომ რიჟვაძეზე ზეწოლა სისტემური და ძალადობრივი იყო, გავრცელებული წერილი კი - აუთენტური. მისი გარემოცვა დუმილს ამჯობინებს, მმართველი პარტია კი გამოძიების შედეგებს ელოდება და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

თამთა ჩაჩანიძე
11.07.2025

პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე ოპოზიციაში გადაწყვეტილების მიღების იმ საერთო მექანიზმზე საუბრობს, რომლიც დასახავს გეგმას, თუ როგორ აგრძელებს ბრძოლას ოპოზიცია და რეალურ მძლავ ალტერნატივას შექმნის. „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერები ყოველთვის საუბრობდნენ და ქმნიდნენ წინააღმდეგობის ფორმალურ გეგმას, თუმცა რეალობას ანგარიშს არ უწევდნენ, გაერთიანების შემთხვევაში რას აკეთებდნენ.

მარიამ ვეკუა
10.07.2025

„ლელოსა" და გახარიას პარტიის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობაზე კვლავ ოპოზიციური დაპირისპირების ეპიცენტრშია - ბოიკოტის მოწოდებების ფონზე პარტიები არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობენ. „ლელოს" ურჩევენ, „შეცდომაში არ გაჯიუტდეს", თუმცა თავად პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში არ ჩადგებიან. განსხვავებული პოზიციები შეინიშნება გახარიას პარტიაშიც - ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ ემხრობა.

თამთა ჩაჩანიძე
10.07.2025

მმართველი პარტია 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებს, პრემიერი ულტიმატუმსაც აყენებს ამ საკითხზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ საბოლოოდ ცნობილი უნდა გახდეს, აღიარებენ თუ არა პოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ორგანიზაციის შარშანდელ დასკვნას და დამკვირველების მოწვევაზე ამის მერე იმსჯელებენ.

ნატალია ჯვარიძე
10.07.2025

საქართველოს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობები დადებით კონტექსტში დასრულებული აქვს. ახლა უნდა ველოდოთ მკაცრ რეზოლუციებს, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ასევე, მან ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება 4 ოქტომბრის ერთგვარი რეპეტიცია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×