თამთა ჩაჩანიძე
09.07.2025

10 ივლისს, შესაძლოა სომხეთ-ზერბაიჯანის ისტორიული შეთანხმების დოკუმენტს მოეწეროს ხელი - ყარაბაღის საკითხზე ბაქო-ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, აბუ დაბიში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მზადდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, მხარეები ხელშეკრულებისთვის მზად არიან და დოკუმენტზე ხელმოწერაც მოსალოდნელია.

მარიამ ვეკუა
09.07.2025

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, გადაყვანა ოჯახის სურვილით განხორციელდა. პარალელურად, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა რიჟვაძის მეგობარი, ალექსი ახვლედიანი, რომელიც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის იყო ბრალდებული. გამოძიება მიმდინარეობს, ოპოზიციაში სკეფსისია, მმართველი პარტია კი მოლოდინის რეჟიმშია.

 

თამთა ჩაჩანიძე
09.07.2025

"ქართულ ოცნებაში" აღიარებენ, რომ ახლა საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლებებს რთული პერიოდი უდგას. არ კონკრეტდება რაში გამოიხატება ეს სირთულე, თუმცა,ბოლო პერიოდში ბევრი საჯარო შეთავაზება ვნახეთ მმართველი პარტიის მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ, მათ შორის "კონკრეტული გზამკვლევითაც", უკუკავშირი კი აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ საელჩოს დონეზე ხდებოდა.

ნატალია ჯვარიძე
09.07.2025

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. ოპოზიცია ამას საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს. „ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციების მიზანია ხმაურის გამოწვევა და საზოგადოებაში წარმოსახვითი რეალობის შექმნა.

ნატალია ჯვარიძე
08.07.2025

ოპოზიციაში „ლელოზე" ბულინგი გრძელდება. ენმ აღიარებს, რომ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ „ლელო" რაღაცებზე თვალის დახუჭვას სთხოვდა. მათ შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს თანამშრომლობის შეუქცევად დასრულებას ნიშნავს.

ნატალია ჯვარიძე
08.07.2025

თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა 19 ივლისს საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს. ამის შესახებ მათ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აქციის პერსპექტივაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

თამთა ჩაჩანიძე
08.07.2025

არჩევნებში ჩართვის მომხრე ოპოზიციურ ფლანგი ბოიკოტში მყოფებს მიმართავს, რომ ერთიანობის პირობებში „გარანტირებულია თბილისში გამარჯვება", რაც შექმნის იმის საფუძველს, უფრო მყარი პოზიციიდან „მოითხოვონ ახალი საპარლამენტო არჩევნები". ენმ და „კოალიცია ცვლილებებისთვის" კი პირიქით, გახარიას პარტიას და „ლელოს" მოუწდებენ „გონს მოეგონ და რუსული რეჟიმის თამაში არ ითამაშონ".

მარიამ ვეკუა
08.07.2025

აჭარის მთავრობის დაჭრილი ექსთავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ოპოზიციაში თვითმკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ, ხელისუფლებაში კი წერილის ავთენტურობასა და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

თამთა ჩაჩანიძე
07.07.2025

პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი მწვავე განცხადება ევროკავშირის საელჩოს მისამართით - შალვა პაპუაშვილის თქმით, საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თბითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან. პაპუაშვილი "სრულ პასუხისმგებლობას დონორებს აკისრებს. ევროკავშირის წარმომადგელობას ამაზე ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

ნატალია ჯვარიძე
07.07.2025

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რიჟვაძე გულმკერდის არეში დაჭრილი ჯერ საგარეჯოს რაიონში „ჯეოჰოსპიტალის" საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას თუ სხვა რამ.

თამთა ჩაჩანიძე
07.07.2025

მას შემდეგ, რაც "გახარია საქართველოსთვის" და "ძლიერმა საქართველომ" 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღეს, ორივე პარტიიდან პროტესტის ნიშნად დატოვეს თანამდებობებიც და წევრობაც. ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნებში ჩართვა არის ღალატი.

მარიამ ვეკუა
06.07.2025

„ლელო - ძლიერი საქართველო" 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება წყალგამყოფად იქცა ბოიკოტის მომხრე ოპოზიციასთან, ისინი „ლელოს" ღალატსა და რეჟიმთან გარიგებაში ადანაშაულებენ. დაპირისპირებაა პარტიის შიგნითაც. მეორეს მხრივ კი, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ლელოს" გადაწყვეტილებამ ბოიკოტის მომხრე სხვადასხვა ოპოზიციური ძალების პოზიციაზეც იმოქმედოს. ამასთან, უკვე დაიწყო საუბარი „ლელოსა" და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო ალიანსზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×