სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კობა ლიკლიკაძე
    12.10.2009

    გასულ კვირაში საქართველოში ჩატარდა ნატოს კვირეული, რომელიც თვალისმომჭრელი ღონისძიებებით აღინიშნა და ფართოდაც გაშუქდა, თუმცა საქართველოში უწინდებური ეიფორია აშკარად ჩამცხრალია. გაუმართლებელი მოლოდინი, რომ ნატოს კარები საქართველოსათვის იოლად და მალე გაიღება, მთელი რიგი გარემოებების გამო, დაეჭვებამ შეცვალა.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    12.10.2009

    ...როცა სიკვდილი ისედაც მოდის (პანჩო). აგვისტოს ომი, ისევე, როგორც თითოეულ ჩვენთაგანს, მოსვენებას არ მაძლევს და პანჩოს ეს სიმღერა გამახსენა. არადა, რა დაგვემართა, რატომ ვართ ასე ატრუებულები, რატომ არ ვისვენებთ? ვისაც კონფლიქტის გენეზისი გვახსოვს, მაშინაც ჩვენ გავყავით თავი ხაფანგში. 1989 წლის ნოემბერში, გიორგობას, მშვიდობიანი მსვლელობა მოვაწყვეთ ცხინვალისკენ და ხაფანგში გავებით.

    რომან ქევხიშვილი
    12.10.2009

    ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ციხიდან პირდაპირ ტელეკომპანია "იმედში" აღმოჩნდა. იგი გადაცემას, "სიცრუის დეტექტორი" წაიყვანს, რომელსაც სტუდია "თი-ბი-სი" ემ ამზადებს. ვიდრე რამიშვილი "ოკუპირებულ" ტელევიზიაში გადაცემის ჩაწერას შეუდგება, საკუთარი დამოკიდებილება ჟურნალისტიკაზე, მან სტუდენტებს გააცნო.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    09.10.2009

    ერთიანი ნაცმოძრაობის წევრი
    პრეზიდენტის მოულოდნელი საოქტომბრო გამოსვლა პარლამენტში და მისი კიდევ უფრო მოულოდნელი სიტყვა ეკონომიკურ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, უნდა მივიჩნიოთ გარდამტეხ ეტაპად ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, (კომუნისტურ-მბრძანებლური სისტემიდან - თავისუფალ ეკონომიკურ სისტემაზე) გადასვლის გზაზე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მხოლოდ ერთხელ, 1991 წელს, მაშინდელი უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) უმრავლესობის წევრმა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-მა გივი თაქთაქიშვილმა წარმოადგინა მმართველი გუნდის ეკონომიკური პროგრამა,

    ალექსანდრე შალაბერიძე
    05.10.2009

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი
    ისევე, როგორც ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა, კარგად ვიცნობთ ქალბატონ ტალიავინს და მის საქმიანობას აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით, როგორც წლების განმავლობაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლისა საქართველოში და სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელმძღვანელობით მომუშავე კომისიის დასკვნა, მიუხედავად მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებული პოლიტიკური კონიუქტურისა, სადაც ძალა დომინირებს სამართალზე, იქნებოდა ობიექტური და კონფლიქტის არც ერთ მხარეს ამაში ეჭვის შეტანის საბაბს არ მისცემდა.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    30.09.2009

    მორჩა. ოპოზიციური ერთობა საბოლოოდ დარღვეულია. ამის ნიშნები წლევანდელი საგაზაფხულო-საზაფხულო აქციების შუაწელზე გამოჩნდა, ახლა კი საბოლოოდ გაფორმდა ირაკლი ალასანიას ალიანსის განცხადების შემდეგ, - ჩვენი ყოფილი ელჩი გაეროში კენჭს იყრის მომავალი წლის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებზე, მისი გაერთიანება კი "ნაციონალების" ჯოჯოხეთური საარჩევნო კანონის გაკეთილშობილიბეში სახელისუფლებო კომისიას შეეშველება.

    რამაზ საყვარელიძე
    28.09.2009

    21 სექტემბრის "მთელ კვირაში" გამოქვეყნდა გია ხუხაშვილის ძალზე საინტერესო წერილი "რეგიონალური პოლიტიკის შუქ-ჩრდილები". წერილი თემატიკითაც და სტრუქტურითაც ისეთია, შეუძლებელია ფიქრი არ ააფორიაქოს. ამ თემაზე აქცენტი უაღრესად დასაფასებელია, რადგან თვალში საცემია რეგიონალური პროცესების დიდი მნიშვნელობა და, შედარებით, მცირე ყურადღება მათ მიმართ ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ ცნობიერებაში - საკუთარ გასაჭირზე კონცენტრაცია იშვიათად გვაძლევს რეგიონალურ მასშტაბზე გასვლის საშუალებას.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    28.09.2009

    ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, არის არა მხოლოდ მოაზროვნე ადამიანი (რწქწ თფზშუტთ), არამედ მოქმედიც (რწქწ ფპუტთ) და შესაბამისად, რაციონალურად მოაზროვნეც (რწქწ უსწტწქშსგთ), რომელიც გადაწყვეტილებების ოპტიმალურ ვარიანტებს იღებს და მუდმივად ცდილობს საკუთარი სარგებლის გაზრდას, საკუთარი ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში.

    ნოდარ ნათაძე
    28.09.2009

    თქვენო აღმატებულებავ,
    თავის ანგარიშში "რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით" საქართველოს მთავრობამ გამოტოვა რამდენიმე არსებითი მნიშვნელობის გარემოება, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია 2008 წლის ომის მიზეზთა და ფაქტორთა გაგებისათვისაც და მონაწილეთა მოქმედების შეფასებისათვისაც სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით.

    გია ხუხაშვილი
    24.09.2009

    2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაარღვია კავკასიის რეგიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ძალთა ბალანსი და ბიძგი მისცა ჩვენი მეზობლების მხრიდან უსაფრთხოების ახალი რეგიონული სისტემის ძიების პროცესს, რომელშიც შესაძლოა საქართველოს, როგორც საკვანძო ქვეყნის, როლი საგრძნობლად იქნას დაკნინებული.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    24.09.2009

    ობივატელის თვალში, ალბათ, სენსაციად გამოჩნდებოდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის - ლევან ბეჟაშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც მან რამდენიმე სახელისუფლებო უწყება თითქოს სერიოზულ დანაშაულში ამხილა.

    ელისო ჩაფიძე
    24.09.2009

    ერთი დიდი პლაკატის დამზადებას ვაპირებ - ძალიან გთხოვთ, არ გალანძღოთ ერთმანეთი. მერე ამ პლაკატს "რეზონანსის" შემოსავლელში გავაკრავ, რაც შეიძლება, დიდი ასოებით და ყველა მკითხველს და რესპოდენტს ვთხოვ, პირველ რიგში გაეცნოს ამ მოწოდებას და შემდეგ შემომთავაზონ საკუთარი წერილები და მოსაზრებები.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter