სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ალექსანდრე შალაბერიძე
    21.06.2010

      არის ქვეყნები, სადაც პარტიები მოდიან და მიდიან, ლიდერებიც მოდიან და მიდიან, ერთმანეთს ენაცვლებიან, შეცდომებსა და წარმატებებს აანალიზებენ, მოქმედებისა და საქმიანობის გეგმებს ცვლიან და ისევ მოდიან და ისევ მიდიან და ცხოვრება წინ მიდის. არის ქვეყნები, სადაც პარტიები ლიდერთან ერთად მოდიან და აღარ მიდიან ... მანამდე, ვიდრე საბოლოოდ არ დალპებიან, მოსახლეობის მენტალიტეტსა და ქვეყანას არ დაალპობენ და მაინც, ... და მაინც უეჭველად მიდიან.

    ნინო ნაცვალაძე
    21.06.2010

    თურქულ ელექტრონულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 22-23 ივნის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთზე ტერაქტი მოხდება. ამავე წყაროების ცნობით, ამ ტერაქტის შემსრულებლებად 2 სომეხი მოქალაქე გამოცხადდება, რომლებიც ადრე ახალქალაქის რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ. თურქული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტერაქტის რეალური დამკვეთი საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელსაც ამით ადასვლეთი ყურადღების მიპქყრობა სურს

    ნინო ნაცვალაძე
    18.06.2010

    სექტემბრის ბოლოს საქართველოში პოლიტპატიმრების თემისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული უფლებადავცვითი ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება მოსკოვში გამართულ ადამიანის უფლებათა დამცველების შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოდან ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანთა უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ესწრებოდა.

    ნინო ნაცვალაძე
    17.06.2010

    მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ აფხაზეთმა და საქართველოს დანარჩენმა შავიზღვისპირეთმა შესაძლოა ახლო მომავალში კურორტის სტატუსი დაკარგოს. ამის მიზეზად გაჩეჩილაძე რუსული ნავთობმომპოვებელი გიგანტის “როსნეფტის” გეგმებს ასახელებს, რომელმაც შარშან სეპარატისტული ხელისუფლებისაგან აფხაზეთის აკვატორიაში ნავთობის საძიებო და მომპოვებითი სამუშაოების წარმოების “ლიცენზია” მიიღო.

    ნინო ნაცვალაძე
    17.06.2010

    უახლოს დღეებში მთავრონაში მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გია ხუხაშვილი უინტერესოს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, პერსონალიების შეცვლით ძირეულად არაფერი იცვლება.

    ნინო ნაცვალაძე
    17.06.2010

    ,,ალიანსი საქართველოსთვის” დაშლის შემდეგ ახალი მემარჯვენეები პარტიული მშენებლობების გაძლიერების კუთხით დაიწყებენ მუშაობას. ისინი ახალ კოალიციაში გაერთიანებას ახლო მომავალში არ ვარაუდობენ. როგორც ,,ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა წევრმა მამუკა კაციტაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სამომავლოდ თანამშრომლობას ბევრ პარტიასთან გეგმავენ, თუმცა მათთვისAფორმულა “ყველა მინუს ნოღაიდელი” კვლავინდებურად ძალაში რჩება.

    ვახტანგ ძაბირაძე
    17.06.2010

    ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციას, განურჩევლად მმართველობის ფორმისა (საპარლამენტო, საპრეზიდენტო, შერეული) აქვს საერთო - დაბალანსებული ურთიერთობები ხელისუფლების განშტოებათა შორის, მაგრამ, ამასთანავე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და განსხვავდებიან იმით, რომ ყოველი მათგანი ასახავს კონკრეტული ქვეყნისა და ერის პრობლემატიკას და სპეციპიურობას, იმას, რაც ამ ქვეყანასა და ერს სხვა ქვეყნბისა და ერებისაგან განასხვავებს.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    17.06.2010

      არ შემიძლია არ გამოვეხმაურო სააკაშვილის ვენეციურ გამოსვლას ვენეციის კომისიაზე, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ვერ იტანს მისი დაბალი მენტალიტეტი მმართველობის დემოკრატიულ სისტემასა და ღია, თავისუფალ საზოგადოებას. ვერ იტანს რბილად არის ნათქვამი, ეზიზღება, იმდენად მწარედ საუბრობს იგი ამ თემებზე: "ფილოსოფია, რომლის უკანაც მე ვდგავარ, არის ძალიან მარტივი და მდგომარეობს ღია საზოგადოებაში. ეს ღია საზოგადოება არსებობს საქართველოში. მასში შედის თავისუფალი მედია, რომელიც არის ძალიან, ძალიან აგრესიული და საძაგელი".

    წერილი
    16.06.2010

      რატომღაც მგონია აღარავინ დავობს, რომ 30 მაისს, საქართველოში არანაირი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარებულა. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ "ტესტი დემოკრატიაზე", მაგრამ არა სააკაშვილის რეჟიმისათვის (როგორც ამას ხაზს უსვამდნენ სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებები), არამედ ქართველი ამომრჩევლებისა და ქართული საზოგადოებისათვის.

    ნინო ნაცვალაძე
    15.06.2010

    “ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა დამალოს ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა მას ლარის სტაბილიზაციის უნარი”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამერიკული დოლარის მიმართ ლარის კურსის მკვეთრი დაცემის კომენტირებისას.

    ნინო ნაცვალაძე
    15.06.2010

    ახალგორში შესვლაზე შეზღუდვების დაწესების მთავარი მიზანი რაიონის ქართული მოსახლეობის დაწრეტაა, - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სეპარატისტული ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

    ნინო ნაცვალაძე
    15.06.2010

    არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან. ისინი “მოსკოვის ჰელსინკის კავშირის” მიერ არიან მიწვეული შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის უფლედამცველები დაესწრებიან.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved