სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გია ხუხაშვილი
    24.09.2009

    2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაარღვია კავკასიის რეგიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ძალთა ბალანსი და ბიძგი მისცა ჩვენი მეზობლების მხრიდან უსაფრთხოების ახალი რეგიონული სისტემის ძიების პროცესს, რომელშიც შესაძლოა საქართველოს, როგორც საკვანძო ქვეყნის, როლი საგრძნობლად იქნას დაკნინებული.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    24.09.2009

    ობივატელის თვალში, ალბათ, სენსაციად გამოჩნდებოდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის - ლევან ბეჟაშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც მან რამდენიმე სახელისუფლებო უწყება თითქოს სერიოზულ დანაშაულში ამხილა.

    ელისო ჩაფიძე
    24.09.2009

    ერთი დიდი პლაკატის დამზადებას ვაპირებ - ძალიან გთხოვთ, არ გალანძღოთ ერთმანეთი. მერე ამ პლაკატს "რეზონანსის" შემოსავლელში გავაკრავ, რაც შეიძლება, დიდი ასოებით და ყველა მკითხველს და რესპოდენტს ვთხოვ, პირველ რიგში გაეცნოს ამ მოწოდებას და შემდეგ შემომთავაზონ საკუთარი წერილები და მოსაზრებები.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    23.09.2009

    დღეს ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის აუთსაიდერების ნუგეში გახდა. ყოველ შემთხვევაში იმათი, რომლებსაც ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებზე, ქვეჯგუფებში, ჩვენს მთავარ გუნდთან უწევთ თამაში.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    22.09.2009

    სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა კვლავ იცრუა კახელებთან რთველის თაობაზე - ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობს და გლეხები კმაყოფილები არიანო. ამ ტყუილის მთელი მასშტაბი თვალწინ დაგიდგებათ, თუკი კახეთის ნებისმიერ სოფელში გაივლით და მევენახე გლეხებს თავად დაელაპარაკებით.

    გია ხუხაშვილი
    21.09.2009

    2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაარღვია კავკასიის რეგიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ძალთა ბალანსი და ბიძგი მისცა ჩვენი მეზობლების მხრიდან უსაფრთხოების ახალი რეგიონული სისტემის ძიების პროცესს, რომელშიც შესაძლოა საქართველოს, როგორც საკვანძო ქვეყნის, როლი საგრძნობლად იქნას დაკნინებული.

    სალომე ზურაბიშვილი
    19.09.2009

    ბოლოდროინდელი ავღანური საპრეზიდენტო არჩევნების დილემა, რომლისკენაც დასავლეთის ყურადღებაა მიპყრობილი, ქართული თვალისთვის რეპეტიციას ჰგავს.

    აუდიო–ინტერვიუ
    01.01.1970

    როგორც სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რუსეთი მზად არ არის იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაცია აწარმოოს. მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასია არასტაბილური რეგიონია და რუსეთს შეიარაღებული ძალების კონტიგენტის ზრდა თავისსავე ტერიტორიაზე სიმშვიდის შესანარჩუნებლად ჭირდება. თავდგირიძის თქმით, რეალურ მიზანს რუსეთი ვერ ამხელს და ამიტომ დაღესტანში სამხედროების მობილიზებას საქართველოდან მომავალ საფრთხეს უკავშირებს.

    აუდიო–ინტერვიუ
    01.01.1970

    არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონი ხალხისთვის” ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი არაა დარწმუნებული, რომ ნაფიცი მსაჯულები იმ მისიის შესრულებას შეძლება, რასაც დღეს ხშირად ვერ ასრულებენ პროფესიონალი და მრავალ ფილტრ გავლილი იურისტები. იგი აცხადებს, რომ ყოველთვის ემხრობოდა მართლმსაჯულების სიტემაში ხალხის მონაწილეობას, მაგრამ რამდენიმე ცნობილი იურისტის მსჯელობის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამ ფორმით ამოქმედების მიზანშეწონილობაში დარწმუნებული არაა.

    აუდიო–ინტერვიუ
    01.01.1970

    “რესპუბლიკური” პარტიის წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საკრებულოში ოპოზიციის შესვლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს ისეთი განცდა აქვთ, თითქოს ვიღაც მათ პირად ცხოვრებაში ჩაერია. ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრები ოპონირების რეჟიმში მუშაობას მალე შეეჩვევიან.

    აუდიო–ინტერვიუ
    01.01.1970

    საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურა აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შორის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებაა და ეს დაპირისპირება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამძაფრდება, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ ვინ იყრის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს - მედვედევი თუ პუტინი.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter