სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ალექსანდრე შალაბერიძე
    28.12.2009

    ჩვენ სრულიად მცდარად ყურადღებას არ ვაქცევთ სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობას ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრების გარემოს ჩამოყალიბების საქმეში და მთელი აქცენტი პიროვნებებზე გვაქვს გადატანილი. შევარდნაძე თუ არა, მაშინ ვინ? სააკაშვილი თუ არა, მაშინ ვინ? გამოკვეთოს ოპოზიციურმა სპექტრმა ერთი ლიდერი, რათა გაგვიადვილდეს მისი "გაყოლა"? მუდმივი კითხვა ვინ? ვინ? ვინ? ვინ იქნება ჩვენი მსხნელი და ვინ გადაარჩენს საქართველოს?

    რამაზ საყვარელიძე
    28.12.2009

    კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც "რეზონანსში" გამოქვეყნდა გია ხუხაშვილის სტატია "რეგიონალური პოლიტიკის შუქ-ჩრდილები", სადაც ავტორი მოგვიწოდებდა, დავფიქრებულიყავით, თუ რას მოუტანს საქართველოს თურქეთისა და სომხეთის დაახლოების ახალი ინიციატივები. მაშინ ამ მოწოდებას აყოლილმა დავბეჭდე წერილი "...თუ მაინც შუქი, ოღონდ ძალიან გრძელი გვირაბის ბოლოს?", სადაც შესაძლო ვარიანტების გადათვლით მივედი ოპტიმისტურ ვერსიამდე, რომ სომხეთ-თურქეთის დაახლოების უკან დასავლეთის ინტერესია, კერძოდ, მთელი რეგიონის დასავლეთისკენ შემოტრიალების ინტერესი, რაც საქართველოსთვისაც ხელსაყრელი იქნება.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    25.12.2009

    საოცარია, სულ რაღაც ოციოდე წელიწადში დაიკარგა ან უსაშველოდ გაიცრიცა თავისუფლების ის მიმზიდველი შარავანდედი, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს რომ ედგა თავზე ამ 20-22 წლის წინ, და ყველანი ყოფითი ყოველდღიურობის ტყვეები, უფრო ზუსტად, მონები გავხდით. მონას კი მეტი რა მოეთხოვება - ისევ მონური შრომა სხვების - ხელისუფლების, უცხოელების სასარგებლოდ, ანდა მონის მოთმინება იქამდე, ვიდრე სული არ ამოხდება საშინელ სიდუხჭირესა და ყოველღიურ დამცირებაში.

    მადლენ მაჭარაშვილი
    24.12.2009

    დღეს თითოეული მოქალაქისათვის ნათელია, რომ ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, მაგრამ ყველა ვერ ხვდება იმას, რომ თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, საქართველოს ემუქრება სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, ხოლო ქართველ ერს გადაშენება. "ვარდების რევოლუციიდან" გასული ექვსი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს თანამიმდევრული და მეთოდური ბრძოლა.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    21.12.2009

    ილიას დიდებული ნაწარმოებები მრავალჯერ არის გამოცემული, ტომებად, წიგნებად, ბროშურებად. მაგრამ არის ერთი ნაწარმოები "ლუარსაბ თათქარიძე", გამოშვებული ცალკე წიგნად, რომელიც ყველა ჩვენგანს უყვარს, გარეკანზე წარწერით #.1. მართლაც ჩვენთვის ქართველთათვის ნომერ პირველი წიგნი.

    ირაკლი კორძაია
    21.12.2009

    პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები გახდნენ: გიგა ნასარიძე, ნოდარ სარჯველაძე, ემზარ გოგუაძე, ავთანდილ ანთიძე, ნინო დანელია, ლია ჩახუნაშვილი და შორენა შავერდაშველი. სამეურვეო საბჭოს განახლებამ ჟურნალისტთა კორპუსის ნაწილში ოპტიმისტური მოლოდინი გააჩინა. თუმცა, არიან ისეთები, ვინც სკეპტიციზმს ვერ მალავს და მას ბორდში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების სიმრავლით ასაბუთებს.

    ელისო ჩაფიძე
    14.12.2009

    ამ დღეებში თბილისი საკმაოდ მრავალფეროვნად მოირთო და მოიკაზმა. სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ მერიის მიერ გამზადებული შეკითხვებიდან მე მხოლოდ ერთზე მაქვს დადებითი პასუხი - თბილისში ნაგვის გატანის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა და ეს პატარა დამსახურება არ არის. ამ დამსახურებას კი აღნიშვნა სჭირდება ყოველგვარი ცინიზმის გარეშე.
    აი, რაც შეეხება ათასფერად გაჩახჩახებულ რუსთაველს, მის ესთეტიკურ მხარეს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად აფასებს.

    მარი ოთარაშვილი
    14.12.2009

    "გამარჯვებული ბაღაფში შემოგვთავაზებს კონფედერაციული მოწყობის ფორმას, ლტოლვილების დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებისას საქართველო იტყვის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სუბიექტია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კავკასიელ ხალხთა კონფედერაცის თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი და აქედან გამომდინარე ასკვნის, რომ ბაღაფშის გაპრეზიდენტებით საქართველოს ვაჭრობა არასასიამოვნო თემაზე ელის.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    14.12.2009

    დეცენტრალიზაცია, რეგიონებისა და თვითმმართველობის თანაბარი განვითარება, როცა მთავრობას (სააკაშვილს და მის უმრავლესობას) ქუთაისში პარლამენტის ნაწილობრივ(?!) გადატანა ჰგონია, კრიტიკის ყოველგვარ ზღვარს სცილდება. დეცენტრალიზაცია, ცენტრალური ხელისუფლების (პრეზიდენტის, უმრავლესობის) მიერ უზურპირებული ძალაუფლების შეზღუდვასა და, შესაბამისად, უფლებებისა და ფინანსური რესურსების რეგიონებსა და თვითმმართველობებზე დამოუკიდებლად, მათი შეხედულებისამებრ გამოყენებისათვის გადაცემას ნიშნავს.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    09.12.2009

    საქართველოში თუ ვინმეს კიდევ შერჩა გაოცების უნარი, სრული იდიოტი, ანდა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ყოფილა. ჩვენს ყოფაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რაც კი ადამიანის ტვინის ყველაზე ბნელ ლაბირინთებში დაიბადოს, და ყველაფერს მოუძებნიან გამართლებას. იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, მაწონი შავიაო, - ბოდიში, ლარსის გახსნაა საჭიროო, და მთელი ეს ხელისუფლების სუფრასთან ახლოს მჯდარი ჯგრო, - პარლამენტარები, ე.წ. პოლიტოლოგ-ექსპერტები, სახელისუფლებლო ტელეარხების აგიტატორები, ბოდიში, ჟურნალისტები, და ასე ვთქვათ, "ცნობილი სახეები" ერთ ხმაზე აყაყანდებიან ამ ნაბიჯის უდიდეს სიკეთეზე.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    07.12.2009

       კაცს ძალიან უნდა მოგენდომებინა და შემდეგ, როგორც ილუზიონისტს, მოგეხერხებინა, დაეპყროთ შენი ტერიტორიები, თვითონ აგრესორს პირიქით დაედანაშაულებინე აგრესიაში (მათ შორის, ერთობ დიპლომატიურად მეგობარ ქვეყნებსაც), დაეხოცა და გამოედევნა მოსახლეობა და ვერც ღირსეულ ომამდე მიგეღწია და ვერც დიალოგის მაგიდასთან დამჯდარიყავი. "არც ომი, არც დიალოგი", ასეთია ჩვენი დღევანდელი ურთულესი მდგომარეობა.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    07.12.2009

       ერთი ირლანდიური შეფასებით, სიმამაცე 2 სახისაა, - ლომის და ვირის. ლომი მაშინ იჩენს გამბედაობას, ხანდახან უნაპიროსაც, როცა ეს აუცილებლად სჭირდება, ან მის არსებობას გარდაუვალი საფრთხე დაემუქრება. მოკლედ, მან იცის სიმამაცის ფასი. სხვა დროს კი თვით ნადირთა მეფესაც შეუძლია, როგორც საინფორმაციო გამოშვებებში იტყვიან ხოლმე, შემთხვევის ადგილიდან მიიმალოს, ანუ ხიფათს, უბრალოდ, გაქცევით დააღწიოს თავი.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter