სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სიმონ კილაძე
    26.07.2010

      რუსეთმა სერიოზულად დაიწყო ფიქრი ე.წ. "სოხუმის სამხედრო გზის" აღდგენაზე. 5-6 ივლისს ნალჩიკსა და კისლოვოდსკში პარტია "ედინაია როსსიას" კონფერენციაზე, რომელზეც ჩრდილოეთ კავკასიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს, პარტიის ლიდერმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში ერთ-ერთ პრიორიტეტს "სოხუმის სამხედრო-საავტომობილო გზის" აღდგენა წარმოადგენს.

    თამაზ აქუბარდია
    26.07.2010

      დანამდვილებით ვერავინ იტყვის, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ოფიციალური მონაცემები, მაგრამ როგორც ამბობენ, დღეს საქართველოში 250 ათასი ნარკომანია.

    აუდიო–ინტერვიუ
    23.07.2010

    ასოციაციის “კანონი ხალხისათვის” ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი მხარს უჭერს სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სასჯელების შემცირებასა და სისხლის სამართლის პოლიტიკის ჰუმანიზაციას. იურისტი თვლის, რომ საქართველოში სასჯელები ზომაზე მეტად მკაცრია და სისხლის სამართლის პოლიტიკა თავიდან ბოლომდეა შესაცვლელი.

    აუდიო–ინტერვიუ
    23.07.2010

    ექსპერტი კონფლიქტების საკითხში გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსალოდნელ ომზე აქცენტის გადატანა გაფრთხილების ხასიათს ატარებს და ომამდე საქმე არ მივა. ხუციშვილის განხცხადებით, აგვისტოს ომი და რაც მოხდა საქართველოში, კარგი გაფრთხილება იყო ყველასთვის, რომ ომის გზით კონფლიქტების მოგვარება დაუშვებელია.

    აუდიო–ინტერვიუ
    21.07.2010

    “რატომღაც ყველამ მიღო ისეთი ინტერპრეტაცია, თითქოს სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობას აპირებს და პუტინის მსგავსად მედვედევს იპოვის. მე ასე არ მგონია. სააკაშვილისთვის წარმოუდგენელია ის ვითარება, რომ მასზე მაღლა იქნება ვიღაც (თუნდაც ფორმალურად). მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ კონსტიტუცია მზადდება იმისთვის, რომ სააკაშვილი პრემიერმინისტრად მოვიდეს. ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ არა ყველაზე სასურველი სააკაშვილისთვის,” - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი კონსტიტუციის ახალი რედაქციის კომენტირებისას.

    აუდიო–ინტერვიუ
    21.07.2010

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი ნაჩქარევად მიიღეს. მისივე თქმით, ბერლინში გამართულ კონგრესზე, რომელსაც სამართლის გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ვენეციის კომისიის წარმომადგებლევიც ესწრებოდნენ, კონსტიტუციის პროექტის მიმართ მრავალი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა.

    განცხადება
    21.07.2010

    ივანე (ვაჟა) შარვაშიძე
    საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი
       
      ცნობილი ფრთოსანი სიტყვებია: "ადამიანს არ აცდება სიკვდილი და გადასახადები."
      ყველა ქვეყნის საგადასახადო სისტემები ყალიბდებოდა სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პირობების ზემოქმედებით, გადასახადის სახეებით, მათი სტრუქტურით, აკრეფის საშუალებებით, განაკვეთებით, ხელისუფლების სხვადასხვა დონის ფისკალური უფლებამოსილებით, საგადასახადო ბაზით, გადასახადების მოქმედების სფეროთი, საგადასახადო შეღავათებით საგადასახადო სისტემები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

    აუდიო–ინტერვიუ
    20.07.2010

    ქრისტიან-დემოკრატი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ  აუცილებელია ახალ კონსტიტუციას ხალხის ნდობა ჰქონდეს. ახვლედიანის აზრით, საჭიროა პლებისციტის ჩატარება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი კონსტიტუცია ორი მოწვევის პარლამენტმა მოიწონოს.

    ვახტანგ ძაბირაძე
    19.07.2010

      ჩვენს თავს რომ "რაღაც" ხდება, ფაქტია! თუმცა, რა არის ეს "რაღაც", რამდენად მნიშვნელოვანია ან რა გავლენას მოახდენს ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ამაზე შეგვიძლია, იმ პოლიტიკური პროცესების მიხედვით ვიმსჯელოთ, დაჩქარებული ტემპით, თითქოსდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა მიმართულებით რომ ვითარდება, მაგრამ, საბოლოოდ, როგორც ჩანს, ერთ წერტილში ფოკუსირდება და ამ წერტილს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია!

    აუდიო–ინტერვიუ
    18.07.2010

    ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ აფხაზეთში მოქმედი მუსულმანური ორგანიზაცია არ არის ტრადიციული კავკასიური ისლამის მიმდევარი - ის ვაჰაბიტური რელიგიური ორგანიზაციაა. არეშიძის თქმით, ამიტომ იგი მიუღებელია ადგილობრივი რუსული საოკუპაციო ხელისუფლებისთვის.

    აუდიო–ინტერვიუ
    17.07.2010

    “ორი წელი გავიდა აგვისტოს მოვლენების შემდეგ და ხელისუფლებას არ შესწევდა უნარი სარეზერვო სამსახურში ცვლილებები განეხორციელებინა, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ხარვეზები ჰქონდა ამ სისტემას. ორი წლის განმავლობაში ეს კანონი მოქმედებდა, თუმცა მისი აღსრულება არ ხდებოდა. ახლა აპირებენ ცვლილება შეიტანონ და მხოლოდ ვადა გაზარდონ, რაც თავისთავად არასერიოზულია. რადგან ფაქტიურად არაფერი არ იცვლება,”- აცხადებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში შესაძლო ცვლილებების კომენტირებისას.

    აუდიო–ინტერვიუ
    16.07.2010

    პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი მიიჩნევს, რომ ათ დღეში ოთხი წამყვანი ქვეყნის მთავარი დიპლომატის საქართველოში სტუმრობა იმის მანიშნებელია, რომ სააკაშვილის გასტუმრება სურთ და უნდათ დაარწმუნონ, რომ თავისი ნებით წავიდეს პოლიტიკიდან.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved