სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სიმონ კილაძე
    01.06.2010

      ევროპარლამენტმა ამ რამდენიმე დღის წინათ მიიღო 57-პუნქტიანი რეზოლუცია "ევროკავშირის სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ", რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი, ბუნებრივია, საქართველოსაც ეხება.

    გიორგი ფუტკარაძე
    28.05.2010

    ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სამხედრო მოსამსახურეების ხმებით მანიპულირების მცდელობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არასამთავროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.

    თუ რა პრობლემებზეა საუბარი, “რეზონანსს” ა/ო “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და “სამართალი და თავისუფლების” ხელძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ესაუბრენ.

    გიორგი ფუტკარაძე
    28.05.2010

    რას ეფუძნება მათი წინასაარჩევნო დაპირებები, როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, რამდენად წარმატებულად აფასებენ საკუთა საარჩევნო კამპანიებს და რას ფიქრობენ საკუთარ კონკურენტებზე – თბილისის მერობის კანდიდატები ამაზე თავად საუბრობენ.

    გიორგი ფუტკარაძე
    23.05.2010

    საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან, როგორც თანასწორუფლებიან პრატნიორთან, ისე ისაუბროს. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეს დიდწილად მოსკოვში მისი ვიზიტების დამსახურებაა, თუმცა, იქვე ამბობს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც, უშედეგოდ ცდილობენ კრემლთან კონტაქტზე გასვლას.

    “რეზონანსი” გთავაზობთ ნინო ბურჯანაძესთან საინტერესო საუბრის შემოკლებულ აუდიო ვერსიას.

    ინტერვიუ განთავსებულია შემდეგ  მისამართზე

    თამაზ აქუბარდია
    17.05.2010

      შესაძლოა, დღევანდელი ახალგაზრდობისათვის არტურ კონან დოილის და მისი უკვდავი გმირის (ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაობის წარმომადგენლებისათვის იგი დღესაც გმირია), - შერლოკ ჰოლმსის სახელი, ისეთივე არაფრის მთქმელი სახელებია, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლისათვის, ვთქვათ, ჰარი პოტერის სახელი, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი თაობის უდიდესი ნაწილის გასაოცარი პრაგმატიზმიდან გამომდინარე, მათთვის ამ წიგნის წაკითხვა, უბრალოდ, აუცილებელია.

    ზურაბ აბაშიძე
    15.05.2010

    პოლიტიკის მეცნიერებათა
    დოქტორი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში,
    ნატოსა და რუსეთის ფედერაციაში

    2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 20 თვე გავიდა. ეს საკმარისი პერიოდია, რათა ემოციები შეძლებისდაგვარად "გვერდზე გადავდოთ", ჩავატაროთ თავისებური ინვენტარიზაცია და შევეცადოთ, პასუხი გავცეთ კითხვებს:

    განცხადება
    15.05.2010

    ტელეკომპანია კავკასიაში 2010 წლის 7 მაისს მომხდარი სამწუხარო ინციდენტის შემდეგ პირადად მე, ნინო ჯანგირაშვილი, ჩემი ოჯახი და მთლიანად ტელეკომპანია "კავკასია" გავხდით მუდმივი შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტები ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე ჯგუფი ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს შექმნილი ვითარება და მიიღოს, რაც შეიძლება, დიდი "მოგება" კავკასიის შეურაცხყოფის ხარჯზე.

    მიმართვა
    10.05.2010

       ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკა 1992 წლის დასაწყისიდან დღემდე არის საქართველოს მიზანმიმართული ნგრევა რუსული დავალებით და დასავლური ღირებულებების სახელით. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი არსებითი ნაწილია შეტევა ქართველი ერის ტრადიციულ მაღალჰუმანურსა და ღრმად დემოკრატიულ ცნობიერებაზე, რომლის ერთ-ერთი არსებითი ელემენტია მოწიწება ქრისტიანული რელიგიისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიმართ.

    მიმართვა
    10.05.2010

    გამოვთქვამთ შეშფოთებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მოხდა დამოუკიდებელ ტელეკომპანია "კავკასიაში" და რაც მოხდა მანამდე ილიას უნივერსიტეტში საზოგადოებისათვის უცნობი მწერლის, ჩვენი აზრით, სრულიად უბადრუკი წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

    მიმართვა
    01.05.2010

    "იმედი," - სატელევიზიო არხი, რომელსაც თქვენ პატივს სცემდით და ენდობოდით, აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ სახელი, რომელიც გაუფასურდა და მთავრობის მიერ დანიშნული ამჟამინდელი მენეჯმენტის ცალმხრივი საინფორმაციო პოლიტიკის წყალობით. როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა ეს არხი დააფუძნა, მან გააზრებულად და სიფრთხილით  შეარჩია სახელი. არხი წარმოადგენდა იმ თავისუფლების შუქურას, რასაც ჩვენ ასე ვაფასებთ. ქართულ მედიასივრცეში, "იმედმა" თავისუფალი, მაღალხარისხოვანი ინფორმაციის, ანალიზისა და სიტყვის თავისუფლების ახლებური სტანდარტი დაამკვიდრა. ბადრის ოჯახი აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას"იმედის" დასაბრუნებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროცესი სასურველზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მანამდე კი, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარების საქმეში. ამიტომ, გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდი.

    მიმართვა
    28.04.2010

    ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, მივმართავთ საქართველოს პროკურატურას - დროულად და ობიექტურად დაადგინოს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განხორციელებული ინფორმაციული ტერაქტის დამკვეთების, ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ვინაობა და თითოეულ მათგანს დააკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    თამაზ აქუბარდია
    01.03.2010

    ალბათ უკვე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ რუსეთის თითქმის 200-წლიანი ბატონობა ამერიკულმა ორბიტამ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამას ვერ ეგუება, რაც მან კონკრეტული ქმედებებით გამოხატა და ტერიტორიის თითქმის მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა, ეს კიდევ უფრო ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდან, ისევე, როგორც მთელი რიგი პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, ნელა, ძალიან მტკივნეულად, უამრავი სისხლისა და უბედურების ფასად, მაგრამ მაინც გამოვიდა, უფრო სწორად, თითქმის გამოვიდა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter