სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    15.01.2014

     "თავისუფალი საქართველო" 31 იანვარს თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების საკითხის განხილვას მოითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ღარიბაშვილის მთავრობა ეწინააღმდეგება.

    თათია ჩაფიჩაძე
    14.01.2014

     უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლა და დამკვიდრება კამათის საგანი არაერთგზის გამხდარა. მოსახლეობის ნაწილი ეთნიკურად არაქართველების ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას დემოგრაფიული კატასტროფის სათავედ მიიჩნევს და ხელისუფლებას ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას სთხოვს.

    თიკო ოსმანოვა
    13.01.2014

     საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი მომავალ კვირაში გაირკვევა. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასკვნასაც დადებენ. მაგრამ, როგორც უკვე გერმანელი მეცნიერები ამბობენ, საბადოს უნიკალური ნაწილი სრულიად მონგრეული და მოსწორებულია. თავად სამინისტროს წარმომადგენლებს კი ტერიტორიაზე არ უშვებენ.

    სალომე აბულაძე
    11.01.2014

     მოსამართლეებს კანონით განსაზღვრულ მინიმუმზე მსუბუქი სასჯელის მისჯის უფლება მიეცემათ, ანუ მათ საშუალება ექნებათ, თავისუფლების აღკვეთის ქვედა ზღვარი თავად განსაზღვრონ. ეს ცვლილება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შედის, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

    თიკო ოსმანოვა
    10.01.2014

     ქვეყნის მთავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ღარიბაშვილი ოთარ ფარცხალაძის შემცვლელს ამავე სისტემის მაღალჩინოსნებიდან შეარჩევს.

    სალომე აბულაძე
    09.01.2014

     საფრანგეთის სამოქალაქო სამსახურის ოფიციალური საიტის, თუკმშსუ-ზგიდშს.აკ-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ბიუროს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, ალბანეთი და კოსოვო ე.წ. "უსაფრთხო" ქვეყნების ნუსხაში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

    ანი ფაცია
    08.01.2014

     დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება და როგორც აღნიშნავს, ის, რომ დღეს ადამიანს შვილის ყოლის საშუალება აქვს, ბეთლემში დაბადებული ღვთის წყალობაა.

    ანი ფაცია
    31.12.2013

     თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება - დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებისთვის საკმარისი კვორუმი კი 24 ხმა იყო.

    თიკო ოსმანოვა
    30.12.2013

     ორი დღეც და 2013 წელი წარსულში დარჩება, საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადაიშლება. გასული წელი საკმაოდ დატვირთული იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით, თუმცა საზოგადოების უმეტესობა წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და მთავარ მოვლენად საპრეზიდენტო არჩევნებს მიიჩნევს.

    სალომე აბულაძე
    28.12.2013

     უშიშროების საბჭოს აპარატმა ავტომობილის, მობილური ტელეფონის და კომპიუტერის შესაძენად 47 000 ლარამდე დახარჯა. "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    თიკო ოსმანოვა
    27.12.2013

     ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლება არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

    სალომე აბულაძე
    26.12.2013

     2014 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო სტრუქტურებში სახელფასო ფონდი 25%-ით იზრდება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 1.8%-ით. შრომითი ანაზღაურება იზრდება მთავრობის კანცელარიაში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×