რეზონანსი
11.05.2026

11 მაისს წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­მა, სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ და ერის­კაც­თა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) აირ­ჩი­ეს. მან ყველაზე მეტი - 22 ხმა მიიღო. მეუფე იობს - 9 ხმა ერგო, ცოლო მეოუფე გრიგოს - 7.

ახალ­მა პატ­რი­არ­ქმა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა იქ­ნე­ბა ილია მე­ო­რის გზის პირ­და­პი­რი გაგ­რძე­ლე­ბა - გზა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თგუ­ლე­ბის, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბის­თვის თავ­გან­წი­რუ­ლი მსა­ხუ­რე­ბის.

ახა­ლი პატ­რი­არ­ქის პი­როვ­ნე­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ინ­ტე­რესს. მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (ერის­კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი) 1969 წლის 1-ელ თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში, გა­მორ­ჩე­ულ ინ­ტე­ლი­გენ­ტთა ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა, თე­ი­მუ­რაზ მუ­ჯი­რი, ცნო­ბი­ლი არ­ქე­ო­ლო­გი იყო; დედა, ნანა ქურ­დი­ა­ნი - ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი; პაპა და ბე­ბია კი აღი­ა­რე­ბუ­ლი ექი­მე­ბი.

ელიზ­ბა­რი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. 53-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც ვე­რა­ზე ცხოვ­რობ­და, თა­ვი­სი სი­მაღ­ლი­თა (190 სმ) და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბით ყო­ველ­თვის იქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა მისი მთა­ვა­რი გა­ტა­ცე­ბა მუ­სი­კა იყო.

მოულოდნელად 1991 წელს ის ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და და 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. დე­და­ქა­ლაქ­ში ის უკვე ბე­რად აღ­კვე­ცი­ლი დაბ­რუნ­და.

ერ­თა­დერ­თი ვრცე­ლი მო­გო­ნე­ბა ელიზ­ბარ მუ­ჯი­რის სა­სუ­ლი­ე­რო გზა­ზე შედ­გო­მა­ზე, მუ­სი­კოს ქეთი ლო­ლა­ძეს ეკუთ­ვნის. წლე­ბის შემ­დეგ კი, როცა მე­უ­ფე შიო უკვე მა­ღა­ლი იერ­არ­ქი იყო, ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე შე­ნიშ­ნეს, რო­გორ ამოძ­რა­ვებ­და თი­თებს ჰა­ერ­ში პა­ტა­რა ჩე­ლის­ტის დაკ­ვრი­სას - თით­ქოს გულ­ში ისევ ძვე­ლე­ბუ­რად უკ­რავ­და.

"მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, მზე­სა­ვით იყო, ნა­თე­ლი, თბი­ლი, ფუმ­ფუ­ლა და საყ­ვა­რე­ლი სულ ღი­მი­ლით, მა­ში­ნაც წვე­რი­ა­ნი და­დი­ო­და, ეს პა­ტა­რა 17 წლის ბიჭი და ირ­გვლივ სი­კე­თეს და სით­ბოს აფ­რქვევ­და. არ ვიცი, მეჩ­ვე­ნე­ბო­და თუ არა, რომ ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო გა­რეგ­ნო­ბით თუ ხა­სი­ა­თით. მერე მახ­სოვს, პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე რო­გორ უკ­რავ­და ჩე­ლო­ზე, მა­შინ კი დავ­რწმუნ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო.

ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი პა­ტა­რა ბიჭი, სცე­ნა­ზე ზრდას­რუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი იჯდა. ისიც მახ­სოვს, თუ რო­გორ "აფეთ­ქდა" მისი სა­ხე­ლი პირ­ვე­ლი­ვე კონ­ცერ­ტი­დან, რო­გორ ეხ­ვე­ოდ­ნენ თავს პრო­ფე­სო­რე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი, კომ­პლი­მენ­ტებს არ იშუ­რებ­და არა­ვინ, წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს ხე­დავ­დნენ მას­ში.

ასე გახ­და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ელიზ­ბა­რი, მუ­სი­კო­სი, რომ­ლის პირ­ვე­ლი­ვე ბგე­რი­დან ბურ­თი გებ­ჯი­ნე­ბო­და ყელ­ში და ცრემ­ლი გე­რე­ო­და ისე უკ­რავ­და... რა მო­მენ­ტში დავ­მე­გობ­რდით არ მახ­სოვს, მახ­სოვს ჩვენს შო­რის ორი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­იკ­ვე­თა: ჯაზი და მუ­რა­ბა. მერე იყო ჩემ­თან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ფერ­ზე და არა­ფერ­ზე (მუ­რა­ბის და ჯა­ზის თან­ხლე­ბით, რა თქმა უნდა). ერთხე­ლაც, უცებ სა­ი­დუმ­ლო გა­მიმ­ხი­ლა, თუ რო­გორ აპი­რებ­და ჩე­ლოს­თან გან­შო­რე­ბას და სხვა გზის არ­ჩე­ვას.

თა­ვი­დან მე­გო­ნა ხუმ­რობ­და, მახ­სოვს, დავ­ცი­ნე კი­დეც (პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია იყო ასე­თი) და მე რომ იმ ღა­მეს ხუმ­რო­ბა მე­გო­ნა, ჩემს მა­ესტროს (იმ დროს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტორს) ბა­ტონ ნო­დარ გა­ბუ­ნი­ას სუ­ლაც არ ეხუმ­რე­ბო­და. რა არ მო­უყ­ვა­ნა მა­გა­ლი­თად, ვისი ბი­ოგ­რა­ფია არ გა­ახ­სე­ნა და წა­უ­კი­თხა, რო­გორ არ ეცა­და, გა­და­ეთ­ქვა ელიზ­ბარს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორ ემო­ცი­უ­რად უხ­სნი­და მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბით რომ მუ­სი­კაა სწო­რედ ის გზა, ღვთის გზა, რო­მე­ლიც უფალ­თან მი­იყ­ვან­და, რომ მუ­სი­კაც ბუ­ნე­ბის ძა­ლაა ღმერ­თის­გან შექ­მნი­ლი... ყვე­ლა­ფე­რი ამაო იყო.

ელიზ­ბა­რი ჯი­უ­ტად თა­ვი­სას ითხოვ­და. ვი­ჯე­ქი რო­ი­ალ­თან ხმა­გაკ­მენ­დი­ლი და ვუს­მენ­დი მათ დი­ა­ლოგს (უფრო კა­მათს). ვი­ჯე­ქი და მთე­ლი გუ­ლით მამა ნო­და­რის მხა­რეს ვი­ყა­ვი იმ წუ­თას. გვე­ნა­ნე­ბო­და ელიზ­ბა­რი, გვე­ნა­ნე­ბო­და მისი მო­ნა­ცე­მე­ბი, ნიჭი, უზა­დო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მო­მა­ვა­ლი, კა­რი­ე­რა და ვინ მოთ­ვლის კი­დევ რა... ის კი ჯი­უ­ტად ითხოვ­და ხელ­მო­წე­რას კონ­სერ­ვა­ტო­რი­ი­დან გა­რი­ცხვის შე­სა­ხებ. ასეც მოხ­და, და­ი­ყო­ლია, აიღო ფურ­ცე­ლი, თვა­ლი ჩა­მიკ­რა და გა­უ­ჩი­ნარ­და. დაგვტო­ვა და­მუნ­ჯე­ბუ­ლი. იმ დღეს გაკ­ვე­თი­ლი ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლეთ, გან­წყო­ბა გაქ­რა, შევ­ყუ­რებ­დით ერ­თმა­ნეთს მა­ესტრო და მე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, ჩუ­მად, უხ­მოდ.

მას მერე წლე­ბი გა­ვი­და არა­ფე­რი მსმე­ნია მას­ზე... ნო­დარ გა­ბუ­ნი­ას პა­ნაშ­ვიდ­ზე ყვე­ლა მა­მა­ოს ელო­და წე­სის ასა­გე­ბად, და შე­მო­ვი­და მა­მაო, ისევ ისე­თი ნა­თე­ლი სა­ხით, ისევ მზე­სა­ვით თბი­ლი, მშვი­დი და ისევ ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. რო­გო­რი გულ­წრფე­ლი იყო, რო­გო­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აღას­რუ­ლა რი­ტუ­ა­ლი. ისევ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აღ­მოვ­ჩნდით, ამ­ჯე­რად გა­ბუ­ნი­ებ­თან სახ­ლში, ვის­ხე­დით პი­რის­პირ, ვუ­ყუ­რებ­დით ერ­თმა­ნეთს და ხმას არ ვი­ღებ­დით.

რა­ღაც ერთი სა­ერ­თო ტკი­ვი­ლი გვქონ­და, დიდ მა­ესტროს ვემ­შვი­დო­ბე­ბო­დით, ბო­ლოს გა­ი­ღი­მა, წა­მი­ე­რად ერთი და იგი­ვე აზრი დაგ­ვიტ­რი­ალ­და თავ­ში, დუ­მი­ლი კი მან და­არ­ღვია და მი­თხრა: "ქეთი, წლე­ბის წინ, მა­შინ, ნო­დარ­თან კა­ბი­ნეტ­ში, ჩვენ სამ­ნი რომ ვის­ხე­დით, რო­მე­ლი­მე ვი­ფიქ­რებ­დით, რომ ბა­ტონ ნო­დარს ამ ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნელ გზა­ზე მე გა­ვა­ცი­ლებ­დი?". ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ფიქ­რებ­დით ვერც იმას და ვერც ამას, თუ რა ხდე­ბა დღეს მის თავს...

ბო­ლოს ორი წლის წინ ვნა­ხე, სე­ნაკ­ში, სა­დაც ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლის ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად. დარ­ბაზ­ში იჯდა, მო­მეჩ­ვე­ნა რომ იმ ნა­თელ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას დარ­დი ჰქონ­და შე­პა­რუ­ლი, ცო­ტაც მო­ბე­რე­ბუ­ლი, თმა-წვერ თეთ­რი­ა­ნი, სევ­დი­ა­ნი იყო. სცე­ნა­ზე პა­ტა­რა ჩე­ლის­ტი ბიჭი ავი­და, რო­გორც კი დაკ­ვრა და­ი­წყო, სახე გა­უ­ნათ­და ისევ, თვა­ლებ­ში სით­ბო ჩა­ეღ­ვა­რა და გა­ე­ღი­მა. ჰო, და კი­დევ კვერ­თხი ეჭი­რა. თვა­ლი რომ გა­ვა­პა­რე, თი­თებს ამოძ­რა­ვებ­და აღმა-დაღ­მა, უკ­რავ­და ალ­ბათ გულ­ში".

მე­უ­ფე შიოს გზა ეკ­ლე­სი­ა­ში სწრა­ფი და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო:

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×