გვანცა წულაია
16.06.2022

საქართველოში უაქციზო თამბაქოს მოხმარება იზრდება, ისე კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტები მატულობს. საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ყოველთვიურად, არადეკლარირებული ათი ათასობით ღერი სიგარეტის ამოღება ხდება. მოსახლეობა ბოლომდე რისკავს და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თუ მეზობელი ქვეყნებიდან კონტრაბანდული თამბაქო შემოიტანოს. ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ფასებს შორის უზარმაზარი სხვაობაა.

გვანცა წულაია
16.06.2022

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის სანქციების ქვეშ არაერთი რუსული კომპანია მოჰყვა. უკრაინის რადას დეპუტატი დავით არახამია ამბობს, რომ სწორედ ამ სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი მოქალაქეები და კომპანიები ქართულ საფინანსო სისტემებს აქტიურად იყენებენ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არახამიას პასუხი უკვე გასცა. სპეციალისტები კი ამბობენ, დასაბუთების გარეშე განცხადებების კეთება, არასერიოზულია და უკვე თავხედობაშიც გადადის.

ქეთო გოგოხია
16.06.2022

2030 წლისთვის აზერბაიჯანი ევროპას დაახლოებით 27 მილიარდი კუბ/მ გაზით მოამარაგებს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 10-11 მილიარდ კუბ/მ-ს შეადგენს, რაც ევროპის ჯამური მოხმარების 3%-ია. როგორც სპეციალსიტები აღნიშნავენ, აზერბაიჯანული გაზი ევროპისთვის მინიმალურ დონეზეც არ არის საკმარისი, მაგრამ მცირე შეღავათს კონტინენტს მაინც მისცემს. როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდასთან დაკავშირებით მიმართეს.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2022

მიმდინარე და მომავალ კვირას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - თუ კანდიდატის სტატუსი არ მოვცეს, ეს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას სერიოზულად გაამწვავებს. სიტუაცია დაიძაბება და გამორიცხული არაა, რომ რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდეს - ამის შესახებ „რეზონანსთან" იგორ კვესელავამ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი აზრით, ბოლო პერიოდში საქართველოში პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას იწვევს, ეს კი დასავლეთის თვალში დიდი მინუსია.

თეონა ვეშაგური
16.06.2022

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ორი აქცია ტარდება. ორივეს ერთი მთავარი გზავნილი აქვს - „გზა ევროპისკენ, საქართველოს არჩევანი". აქციას, პრეზიდენტის თხოვნით, შეუერთდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოზიტიურია დაგეგმილი აქციის ჩატარება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, გადაწყვეტილება იქნება წლების განმავლობაში ჩვენზე დაკვირვების შედეგი. თუმცა, დავინახავთ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ევროპულ გზას.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2022

მეტად საზიანოა ინტერნეტ-მოწყობილობებთან ბავშვების მიჯაჭვულობა, რამაც ისედაც მოშლილი არავირტუალური ურთიერთობები კიდევ უფრო მოშალა. ბავშვებში გაჩნდა თვითშეფასებისა და რეალიზების უნარის დაქვეითება. კლინიკური თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, ჩემი პრაქტიკიდან ბავშვებში პოსტკოვიდური პერიოდის რამოდენიმე მძიმე გართულება დაფიქსირდა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექიმ-პედიატრმა მაცაცო კუბლაშვილმა განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ პატარების დამოკიდებულება გაჯეტებზე პანდემიის პერიოდში უფრო შესამჩნევი და ხშირი გახდა, რაც პირველ ეტაპზე უფროსებისთვის შეიძლება კომფორტი იყოს,თუმცა შემდეგ ბავშვების გართულებული მდგომარეობა, მშობლებსვე დიდ განსაცდელში აგდებს.

თეონა ვეშაგური
16.06.2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე 33 ათასამდე რუსი მებრძოლი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ ამერიკული იარაღი დაეხმარება უკრაინას დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასი. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი უკრაინაში ყოველდღიურად 300-მდე რუსი სამხედრო იღუპება.

თეონა ვეშაგური
16.06.2022

საფრენგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონი კანდიდატის სტატუსის მიღების მსურველ ქვეყნებთან დაკავშირებით საუბრობს. მას სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი" გაუგზავნოს. მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე ასევე არის საქართველო, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ის „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა". ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს იყო ერთგვარი პირდაპირი აღიარება, რომ ამ ეტაპზე საქართველო პრიორიტეტული არ არის.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2022

ლუგანსკის ოლქში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მტერი ერთდროულად ცხრა მიმართულოებით უტევს. ოკუპანტებმა თავიანთი ძირითადი დამრტყმელი ძალების ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთით კონცენტრირება მოახდინეს. სამხედრო ექსპერტთა ცნობით, ვითარება საკმაოდ მძიმეა, მთავარი მიმართულება კი სევეროდონეცკია.

ელზა პაპოშვილი
15.06.2022

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 16 ივნისს დაანონსებული აქცია პოლიტიკური მსჯელობის და დაპირისპირების საგანი გახდა. ვინ მიდის და ვინ არა 16 ივნისს ევროპის მოედანზე, რათა ევროპას  ქართველი ხალხის ნება და ერთიანობა აჩვენოს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება რიგითი ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად ხდება, რომელმაც 20 ივნისს „სირცხვილიას“ მიერ დაგეგმილი აქციის კონტრაქცია დაგეგმა. როგორც აღმოჩნდა ზურაბიშვილის იდეას არც ხელისუფლებაში ემხრობიან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  ირაკლი კობახიძის განცხადებით ხეელისუფლება ამ აქციაზე არ მივა.    

თიკა სიბოშვილი
15.06.2022

ტოტალური ინფლაციის ფონზე „საქსტატის“ ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმი მხოლოდ 4,1 ლარით გაზარდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ფასები ყველაფერზე მომატებულია, ხოლო მინიმალური მოთხოვნებისთვის აუცილებელი თანხა კი - არა. მიუხედავად იმისა, რომ საარსებო მინიმუმი იზრდება, რეალურთან მისაახლოვებლად დისტანცია ძალიან დიდია. რაც ყველაზე სავალალოა, გამოდის, რომ ოფიციალურად დასახელებეული მინიმუმიც კი თითქმის პენსიას გაუტოლდა, რაც კიდევ უფრო ართულებს როგორც ქვეყნის, ასევე საზოგადოების მდგომარეობას.

თამთა ჩაჩანიძე
15.06.2022

ევროკომისია რეკომენდაციას ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით 17 ივნისს გამოაცხადებს, ხოლო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე ევროპული საბჭო მიიღებს. 16 და 20 ივნისს საქართველოში ევროპული ღირებულებების მხარდამჭერი ორი მასშტაბური აქცია ჩატარდება, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" შემდეგ, აქცია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც დაანონსა და პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×