თამთა ჩაჩანიძე
15.06.2022

ევროკომისია რეკომენდაციას ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით 17 ივნისს გამოაცხადებს, ხოლო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე ევროპული საბჭო მიიღებს. 16 და 20 ივნისს საქართველოში ევროპული ღირებულებების მხარდამჭერი ორი მასშტაბური აქცია ჩატარდება, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" შემდეგ, აქცია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც დაანონსა და პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.

თამთა ჩაჩანიძე
15.06.2022

მსოფლიო სასურსათო კრიზისის აღმოსაფხვრელად როგორც ჩანს დასავლეთს მასშტაბური გეგმა აქვს - 26-28 ივნისს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, სადაც აქტუალურ გლობალურ საკითხებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ, მათ შორის მთავარი საკითხი სასურსათო და ენერგეტიკულ კრიზისი იქნება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია.

ელზა პაპოშვილი
15.06.2022

ევროპული ქვეყნების ნაწილი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე საუბრობს და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკიზე გერმანიის და საფრანგეთის მხრიდან გარკვეული მოთხოვნა იყოს, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაუყოვნებლივ დაჯდეს. 

თიკა სიბოშვილი
15.06.2022

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა დაუჯერებელი სისწრაფით იზრდება. მაისის მაჩვენებელი რეკორდულია. ამ მასშტაბის ფულადი გზავნილები საქართველოს არცერთი წლის არც ერთ თვეში არ მიუღია. გზავნილებს შორის პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება რუსეთიდან საქართველოში თანხის გადმორიცხვის მკვეთრი ზრდა და როგორ ახერხებენ რუსები ტრანზაქციებს მაშინ, როდესაც სანქციები ძალაშია და ამ ქვეყანას თითქოს ეკონომიკური პრობლემები აქვს.

გვანცა წულაია
15.06.2022

საერთაშორისო მოგზაურობა ძალიან გაძვირებულია. ფასები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ზოგიერთ ქვეყანაში, კატასტროფულად მომატებულია. სიძვირე შეინიშება ქართველებისთვის პოპულალურ და ბიუჯეტურ ქვეყნებშიც კი, როგორიც არის თურქეთი და ეგვიპტე. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სიძვირის გამო, შესაძლოა, ქართველების ნაწილმა საერთაშორისო მოგზაურობაზე უარი თქვას და ადგილობრივ კურორტებით დაკმაყოფილდეს.

თამთა ჩაჩანიძე
15.06.2022

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს, დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, ქვეყანაში დაავადების გავრცელების რისკი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან პაციენტმა სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, კონტაქტებიც ძალიან ვიწრო იყო, ზედამხედველობაც დაწესებულია.

რეზონანსი
14.06.2022

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 16 ივნისს, ევროკომისიის მიერ საქართვესთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ოფიციალური რეკომენდაციის გაცემის სწინ, რიყეზე შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მან სამშაბათს საღამოს გამართული საგანგები ბრიფინგისას განაცხადა, რომლის დროსაც მკაცრად გააკრიტიკა როგორც მთავრობა და მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია.

ელზა პაპოშვილი
14.06.2022

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში „რეფერენდუმის“ საკითხზე კონსულტაციებს მართავს. მოსალოდნელია თუ არა, რომ კრემლმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პარალელურად გააქტიუროს და ხომ არ გამოიყენებს ამ თემას რუსეთი საქართველოს დასაშანტაჟებლად? 

თამთა ჩაჩანიძე
14.06.2022

ოპოზიცია „შავ სიებს“ ადგენს და მასში ის ადამიანების შეჰყავს, რომლებსაც, მათი შეფასებით, დასავლეთმა პერსონალური საქნციები უნდა დაუწესოს. „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების შემდეგ, ახლა უკვე მოსამართლეების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ხოშტარია აცხადებს, რომ „კონკრეტული მოსამართლეები საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი არიან“ და პარტნიორ ქვეყნებს მიმართავს,  სანქციები ივანიშვილთან ერთად მათაც შეეხოთ. 

ელზა პაპოშვილი
14.06.2022

დასავლეთს უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება სურს და ამის მისაღწევად შესაძლოა ირიბ ზეწოლას ახდენდეს ოფიციალურ კიევზე, რათა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებას მისთვის არასასურველი პირობებით. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები საუბრობენ და აცხადებენ, რომ დაპირებული სამხედრო დახმარების მიწოდების გაჭიანურება შესაძლოა სწორედ ამ ზეწოლის ნაწილი იყოს.

გვანცა წულაია
14.06.2022

საქართველოში ბინების გაქირავება-დაგირავების ბაზარზე კვლავ არანორმალურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. მიზეზი, რამაც ქვეყანაში უძრავი ქონება გააძვირა, ამ ეტაპზე, შედარებით აღმოფხვრილია, მაგრამ ფასები უკან აღარ წამოსულა. განსაკუთრებული სიძვირე შეინიშნება დედაქალაქში და მის ცენტრალურ ნაწილში. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა ვითარებაა ბაზარზე, დღევანდელი ფასები არის თუ არა პიკური და რამდენად შესაძლებელია ღირებულების შემცირება.

ქეთო გოგოხია
14.06.2022

მთავრობა ხუდონეჰესის პროექტის გაცოცხლებას აპირებს. კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა სპეციალისტების ინფორმაციით, მთავრობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება, რომ პროექტი განხორციელდეს, თუმცა ის არ იქნება იმ მოცულობისა და სიმძლავრის, რაც თავდაპირველი დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. ერთ-ერთი ვერსიით კი, საქართველოს მთავრობა თვითონ შეეცდება ხუდონჰესის მშენებლობას, რის შესახებაც ოფიციალურად გამოაცხადებს და ამ პროცესის შემდეგ სავსებით შესაძლებელია, პროექტმა ინვესტორის ყურადღებაც მიიზიდოს.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×