მთავარი ამბები
ელზა პაპოშვილი
19.05.2022

უკრაინის ომის 85-ე დღე- უკრაინისთვის დ მსოფლიოსთვის კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია „აზოვის“ პოლკის მებრძოლების ბედი, რომელებიც რუსულ მხარეს ტყვედ ჩაუვარდნენ და ისინი ამ ეტაპზე რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

თეონა ვეშაგური
19.05.2022

ევროკავშირი ხელმძღვანელობს თავისი სტრატეგიული მიზნებით და ეს განსაზღვრავს მისი საბოლოო გადაწყვეტილების შინაარსს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ჩატარებული აქციები ვერ მოახდენს გავლენას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

გვანცა წულაია
19.05.2022

საქართველომ საგარეო მიმართულებით პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა. ქართული პროდუქცია მსოფლიოში ახლა უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, ყოველთვიურად დიდი მოცულობის პროდუქცია გააქვს, რაც იმის მანიშნებლია, რომ საქართველოს საექსპორტო მაჩვენებელი სულ უფრო მეტად უმჯობესდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ექსპორტის მაჩვენებელი სოლიდურად იზრდება და ქვეყანას ნელ-ნელა საგარეო ბალანსის გამოსწორება შეუძლია.

თეონა ვეშაგური
12.05.2022

დასავლელი დიპლომატები მხარს უჭერენ იმ ქვეყნებს, რომელთაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ და გმობენ რუსეთის აგრესიას. რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, რადგან მის ხელში მეტად მომაკვდინებელი იარაღია, ვიდრე მეოცე საუკუნის დიქტატორებს ჰქონდათ - ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი, აცხადებს პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი. მისი თქმით, რუსეთის აგრესორმა იმპერიამ დააინფიცირა საინფორმაციო სივრცე მილიონობით „ფეიკ ნიუსით", ამიტომ მსოფლიოს სჭირდება დეპუტინიზაცია.

ელზა პაპოშვილი
19.05.2022

პოლიციამ თბილისში, აჭარაში, იმერეთში და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა, 7-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
19.05.2022

რვა თვე გავიდა და მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არავინ და არცერთმა დასავლურმა ინსტიტუტმა არ აღიარა, ეს გზავნილი მხოლოდ სააკაშვილის ლობისტებისგანაა, რომ თითქოს პოლიტპატიმარია, იგივე იქნება ნიკა გვარამიაზეც - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა „მთავარი არხის" დამფუძნებლის და გენდირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებასა და ამის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას. აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციამ იმ სტრატეგიას მიმართა, რასაც ათ წელზე მეტია მიმართავს ხოლმე.

თეონა ვეშაგური
19.05.2022

სამხრეთ ოსეთის „რეფერენდუმი" რუსეთთან მიერთებაზე რუსეთის ერთგვარი ხრიკია, რათა საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს და ვერ გავბედოთ ზედმეტი აქტიურობა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, აცხადებს „რეზონანსთან"ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე.

თამთა ჩაჩანიძე
19.05.2022

რუსებმა სამხედრო ტყვეები როსტოვისა და ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რაც ასევე საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, რადგან უკრაინელი შეიარაღებული ძალები კრიმინალები არ არიან და მათი ადგილი ციხის იზოლატორში არაა - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომელიც ასევე დასძენს, რომ არაა გამორიცხული, რუსებმა პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ და „აზოველი" სამხედროები დონეცკელ სეპარატისტებს გადასცენ, რომლებიც ამ დანაყოფის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილები.

თამთა ჩაჩანიძე
19.05.2022

საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას კვლავ ბომბავენ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა ჯერჯერობით შეუძლებელია უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის ტოტალური გასვლის გარეშე, ქვეყნის ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ახალი „მინსკის" ხეკლშეკრულებით.

ელზა პაპოშვილი
18.05.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.

ქეთო გოგოხია
19.05.2022

საქართველოს მთავრობა „ბორჯომს“ იბრუნებს. ამის შესაძლებლობას იძლევა კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც  მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცემა. რა არის მისი ზუსტი მოცულობა, განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, თუმცა გაჩნდა ვარაუდი, რომ საუბარია 60%-ის მართვაში დაბრუნებაზე.

თიკა სიბოშვილი
18.05.2022

საქართველოს ენერგოსისტემას სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება. სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის საქართველოში ჰესების მშენებლობის დაწყება აუცილებელია.  ამ დროს ისეთი ელექტროსადგურებიც კი ვერ შენდება, რომლის მიმართაც მოსახლეობას განსაკუთრებული პროტესტი არ გამოუთქვამს. უმნიშვნელოვანესი დარგი თანდათან ჩიხში ექცევა.

გვანცა წულაია
18.05.2022

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს. აშშ იმ დისბალანსის შევსებას ცდილობს, რომელიც ნავთობის მოთხოვნა-მიდოების მიმართულებით არსებობს. რა ცვლილებებს შეიძლება დაედოს საფუძველი და მოახდენს თუ არა საქართველოზე გავლენას ვენესუელასთვის შეზღუდვების შემსუბუქება?

თეონა ვეშაგური
25.04.2022

საფრანგეთის პრეზიდენტი მეორე ვადით ემანუელ მაკრონი გახდა. ექსიტპოლების მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 58.55% მიიღო, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა კი - 41.45%. ანალიტიკოსთა ნაწილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ არჩევნებში ლე პენის გამარჯვება ყველაზე ცუდი სცენარი იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანდიდატი საკმაოდ დაახლოებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. გარდა ამისა, ის აპირებდა საფრანგეთი გაეყვანა ნატო-ს სტრუქტურებიდან.

თეონა ვეშაგური
19.05.2022

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მან უკვე დაიწყო შეხვედრები და პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. ამ შეხვედრის შემდეგ ვიზიტის მონაწილეებისგან ცალკეული განცხადებები გაკეთდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შოლეს ნიკა გვარამიას დაკავებაზეც ისაუბრა.

რეზონანსი
17.05.2022

პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამოთქვავენ მოსაზრებას, რომ კოვიდ-19 გლობალურად კიდევ 5 წელია იარსებს. საერთაშორისო სამეცნიერო საბჭამომ (ISC) გამოაქვეყნა ახალი მოხსენება, რომელშიც განხილულია სამი მოსალოდნელი სცენარი, რომელიც შესაძლოა 2027 წლამდე განვითარდეს. 

ია აბულაშვილი
09.11.2021

დოლოჭოპის ბაზილიკა, რომელიც დურუჯისპირა ბაზილიკის სახელითაც არის ცნობილი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის ტერიტორიაზე, მდინარე დურუჯის სანაპიროზე. დღეს  შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევების სახით. ეს გახლავთ 5 წყვილი სვეტით ნაგები სამ ნავად დაყოფილი გრანდიოზული ბაზილიკა, რომელიც საქართველოში ცნობილი ბაზილიკის ტიპის ტაძართაგან უძველესი და უდიდესია.































Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×