გვანცა წულაია
20.07.2022

ეროვნული ვალუტა დიდი ხანია, მყარდება და დადებითი ტენდენცია კიდევ გასტანს. ასეთ პროგნოზს აკეთებს ფინანსისტთა ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი შემოდგომიდან შედარებით გაუფასურებას ვარაუდობს, იქამდე კი, ზაფხულის პერიოდში, კურსის სტაბილიზაცია და გამყარებაა მოსალოდნელი. ეკონომისტები ამბობენ, რომ ლარი ჯერ კიდევ ახალი წონასწორული ნიშნულის ძიებაშია და არ არის გამორიცხული, რომ 2.80-ს ჩასცდეს და 2.75-იანი ნიშნულისკენ დაიძრას. ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი ამერიკული დოლარი 2.81 ლარი ღირს, ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში 1 დოლარის შეძენა 2.82 ლარად არის შესაძლებელი.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2022

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ექვსკაციანი დელეგაცია ოთხშაბათს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმრა, ვიზიტისას რამდენიმე შეხვედრა შედგა - განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადია.

თეონა ვეშაგური
20.07.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ჰაიმარს-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის დამატებით რაოდენობას გადასცემს. გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა უკრაინამ უფრო შორი მანძილის რაკეტები მიიღოს ჰაიმარსებისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2022

თეირანში თურქეთის, რუსეთის და ირანის ლიდერების მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სირიის კონფლიქტი იყო. გარდა ამისა შეთანხმება შედგა ენერგოუსაფრთხოების სფეროში რუსეთსა და ირანს შორის. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის სასარგებლო არაფერი გააწყვეტილა, წამოიჭრა თემა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა ვლადიმერ პუტინმა კიევს ტრადიციულად ულტიმატუმები წაუყენა.

თეონა ვეშაგური
20.07.2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება, რათა დაძლიონ კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდა, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის" განშტოებებით. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსოფლიოში გაზრდილი სტატისტიკა უკვე ნიშნავს სიტუაციის გამწვავებას.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

ევროპელი ლიდერები რუსული გაზის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობის გაორმაგებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვიზიტს საქათველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანას, სატრანზიტო ფუნქციებთან ერთად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც გაეზრდება, რაც კანდიდატის სტატუსზეც მოახდენს გავლენას.

ქეთო გოგოხია
19.07.2022

მომდევნო 5 წელიწადში საქართველოს ტრანზიტად გატარებული გაზიდან 1,5 მლრდ კუბმეტრი დარჩება, რაც ენერგეტიკის სფეროსა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდი შეღავათია. საქართველოზე გამავალი „სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობა ორმაგდება და ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად არანაკლებ 20 მლრდ კუბმეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. მართალია, გლობალური გაძვირების ფონზე, ჩვენთან ბუნებრივი აირის ტარიფის გაიაფება რეალურად ვერ მოხერხდება, მაგრამ შესაძლებელი გახდება, რომ არსებული ტარიფი დიდხანს შენარჩუნდეს.

გვანცა წულაია
19.07.2022

საქართველოს საბანკო სისტემაში მალე ახალი ცვლილება შევა ძალაში. კერძოდ, 1-ლი სექტემბრიდან 200 000 ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში კვლავ შესაძლებელი იქნება. საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი განკარგულება შეეხებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. საბანკო სფეროს სპეციალისტების აზრით, ახალი გადაწყვეტილება სექტორს მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მოუტანს. ახალი ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან, 200 000 ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.

გვანცა წულაია
19.07.2022

განსაკუთრებული გაძვირების შემდეგ, მზესუმზირის ზეთი მალე გაიაფდება. ასეთი მოლოდინი პროდუქციაზე რუსეთში საექსპორტო მცურავი გადასახდის კლებამ შექმნა. იმპორტიორები ვადად 2-3 კვირას ასახელებენ და ამბობენ, რომ აგვისტოს თვის დასაწყისში მზესუმზირის ზეთის ღირებულება, მინიმუმ, 10%-ით დაიკლებს. 1-ლი ივნისიდან რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე გაზარდა, ივლისიდან კი 10%-ით შეამცირდა და 472 დოლარამდე ჩამოვიდა. რადგანაც რუსეთი მთავარი ქვეყანაა, საიდანაც საქართველო ზეთს ყიდულობს, ეს გარემოება ქმნის იმის საფუძველს, რომ მზესუმზირის ზეთი გაიაფდება.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

ივლისი უკვე მთავრდება და მაინცდამაინც პოლიტიკურად მშფოთვარე არაა, აგვისტოც შედარებით მშვიდობიანი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ შემოდგომა რთული იქნება პოლიტიკური, სოციალური თუ სამართლებრივი მიმართულებით. ომმა კრიზისი შექმნა, თუმცა ხალხს პროდუქტები ჯერ კიდევ აქვს და თავი გააქვს, მაგრამ შემოდგომა-ზამთრისკენ სოციალურ შეტევებს ვპროგნოზირებ, რომელიც პოლიტიკურს აუცილებლად მიებმება - ასეთია „რეზონანსთან" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას პროგნოზი მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლნენებზე. ფიქრობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ნახტომისთვის ემზადება.

თეონა ვეშაგური
19.07.2022

რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე მმართველი გუნდის უარის შემდეგ, ოპოზიციის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არ აპირებს მმართველ ძალასთან ერთად არცერთ სხვა ფორმატში მუშაობას. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია 12 პუნქტი დროულად შესრულდეს, ამიტომ მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

თეონა ვეშაგური
19.07.2022

„ოცნება" პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვაზე უარს ამბობს, ვინაიდან სესიის ჩატარება კიდევ უფრო გაამწვავებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, რასაც მმართველი გუნდი თავს არიდებს, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×