თამთა ჩაჩანიძე
22.07.2022

სასაცილოა, თან(„ნაცმოძრაობიდან") ამბობენ, რომ სავარაუდოდ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას, პარალელურად აქციებს იწვევენ, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?! პრაქტიკულად გამოდის, რომ ეს ყველაფერი ჩაშლილია - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2022

უკრაინელები გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიაზე გადავიდნენ, ისინი რუსებს ზურგის მართვისა და ლოჯისტიკურ-საკომუნიკაციო წერტილებს უნადგურებენ, რაც საოკუპაციო ჯარების საბრძოლო მოქმედებების ტემპს აგდებს და აიძულებს, რომ თავდაცვაზე გადავიდნენ და არა იმაზე, რომ შეტევისთვის იზრუნონ - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა. როგორც იგი ამბობს, იმის გამო, რომ საოკუპაციო ჯარებს დასავლური შორსმსროლელი იარაღი სერიოზულ საფრთხეს უქმნის, სამხედრო მოქმედებები მალევე განაახლეს, საჩქარო გეგმა შეიმუშავეს,ოთხი დაჯგუფება შექმნეს და შესაძლოა უკრაინის ტერიტორიიის სიღრმეში შეჭრაც სცადონ.

ქეთო გოგოხია
21.07.2022

გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა ნედლეულსა და მასალებზე იზრდება. ძირითადად ამით აიხსნება, რომ საქართველოს საექსპორტო პროდუქციის სიაში მუდმივად ლიდერობენ სპილენძის მადნენი და კონცენტრატები, ფეროშენადნობები და მსუბუქი ავტომობილები. ტენდენცია ზუსტად ასეთი იყო პანდემიურ პერიოდამდეც, თუმცა შემდეგ უკვე მოთხოვნა ვერც უკრაინაში მიმდინარე ომმა შეაფერხა და ნედლეული საქართველოდან ისევ აქტიურად გადის, უფრო მოჭარბებულადაც კი, ვიდრე აქამდე.

თამთა ჩაჩანიძე
21.07.2022

ოპოზიცია სექტემბრიდან აქციების გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს და როგორც ჩანს საქართველოს პოლიტიკური რეალობა ცხელ ფაზაში გადავა. ანალიტიკოსთა შეფასებით, შემოდგომა ცალსახად პოლიტიკურად ცხელი იქნება, ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერონ დასავლეთის კრიტიკისა და ხალხმრავალი აქციების სახით, ვადამდელი არჩევნების დასანიშნად, თუმცა იმასაც არ გამორიცხავენ, რომ თავად „ქართული ოცნებას" კონტრაქციებს მოაწყობს.

რეზონანსი
21.07.2022

მსოფლიო მასშტაბით ოქროს ფასი კლებას განაგრძობს. მაშინ, როდესაც ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 2000 ათას დოლარას აღემატებოდა, დღეს კლება დაახლოებით 18 პროცენტია და ფასი 1700 დოლარის ფარგლებშია, რაც 15 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ოქრო იაფდება საქართველოშიც, თბილისი ცენტრალის ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ერთ გრამ ოქროზე ფასები, დაახლოებით, 30-35 ლარითაა შემცირებული. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ფასმა კიდევ უფრო მეტად, 50%-ითაც კი დაიწია.

თეონა ვეშაგური
21.07.2022

ძალიან ახლო პარტნიორებს შორისაც ხდება-ხოლმე გაუგებრობები, იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნესი თუ საერთაშორისო ურთიერთობა. ჩვენ არ ვართ რომელიმე ქვეყნის კოლონია, რომ თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელს უდიერად მიმართვდეს სხვა ქვეყნის დიპლომატი. - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, დასავლეთთან ურთიერთობები გაღრმავდა „ქართული ოცნების" პირობებში და სრულიად ალოგიკური იქნება, რომ 180 გრადუსით შემოტრიალდეს ვითარება.

გვანცა წულაია
21.07.2022

საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება მიმდინარეობს. ზოგიერთ ადგილას მოსავლი უკვე დააბინავეს. მეხორბლეები წლევანდელი შედეგით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ მოსავლიანობა გაზრდილია და ქვეყანაში ხორბლის ხარისხი ამჯერად გაცილებით უკეთესია.

თამთა ჩაჩანიძე
21.07.2022

იწყება თუ არა კორონავირუსის მეშვიდე ტალღა - საქართველოში კორონავირუსული შემთხვევების რიცხვი ყოველკვირეულად იზრდება, გაზრდილია ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი, თუმცა სიკვდილიანობა საგანგაშო არაა და დღეში მაქსიმუმ ერთი ადამიანია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ომიკრონის ქვეშტამები ცირკულირებს, რომლიც ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს.

თეონა ვეშაგური
21.07.2022

ქართული ოცნების" ლიდერები, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებს ეხმიანებიან, რაც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დევიდ მაკალისტერთან შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების შესახებ გააკეთა. „ოცნებაში" ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ბრალდებები უსაფუძვლოა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სჯობს კომენტარები გაკეთდეს იმ გამონათქვამებზე, რომელიც მართლა გაკეთდა.

თეონა ვეშაგური
21.07.2022

აბსოლუტურად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას, რომ არსებობს თემები, რომელთა აქტუალიზაციაც არ შეიძლება. დასავლეთში, ნორმალურად მოაზროვნე არცერთ ადამიანს არ სურს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ხელისუფლებისადმი.

თამთა ჩაჩანიძე
21.07.2022

უკრაინელი სამხედროები დასავლური შორი მანძილის იარაღის დახმარებით რუსებს საბრძოლო რესურსებს თანდათან უნადგურებენ, რის გამოც მოსკოვი შეშინებულია - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში „კრემლის მიზნები შეიცვალა" და მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონით აღარ შემოიფარგლება, არც მალავენ და მიზეზად შორი მოქმედების იაღარს ასახელებენ, რომელიც დასავლეთიდან უკრაინაში ეტაპობრივად ჩადის. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთმა შექმნილი ვითარების გამო, უკრაინაში ოპერატიული პაუზა მალე დაასრულა და ომის მეორე ფაზის მეორე ეტაპის ახალი გეგმის შესრულებაზე გადავიდა.

თიკა სიბოშვილი
20.07.2022

ირაკლი ღარიბაშვილი შუა აზის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. პრემიერის სტუმრობამ საქართველოს შესაძლოა, მრავალი ახალი პოზიტიური შესაძლებლობა მოუტანოს. ეკონომიკის, ბიზნესის, გადაზიდვების, ენერგორესურსებისა და სხვა მრავალი მიმართულებით გაჩნდება შესაძლებლობა. სპეციალისტების აზრით, ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადადგმულია, აუცილებლად მოიტანს დადებით ეფექტს, რომლის შედეგებსაც ნელ-ნელა დავინახავთ კიდეც. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ომის ნეგატიური გავლენა სარგებლად იქცეს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×