რეზონანსი
27.11.2022

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი გამოეხმაურა.

„ადამიანები მაგას არ ჩაიდენენ. ვინც ეგ ჩაიდინა, შესაძლოა, ფორმა ჰქონდეს ადამიანის, თორემ არ არის ადამიანი. ზოგი დასჯას ითხოვს, ზოგი - რას, თუმცა თავიანთი თავი ისე დაისაჯეს, საერთოდ ადამიანობა დაკარგეს", - აღნიშნა მეუფემ.

დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×