რეზონანსი
26.04.2024

ევროპარლამენტარებმა, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტები, რეზოლუციაში ახსენეს ვიზალიბერალიზაცია, რათა საზოგადოებაში შიში გაჩენილიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ქვეყანაში უამრავი რეფორმა გატარდა და სწორედ ამ რეფორმების შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს თავისუფალი სავიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. შესაბამისად, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ საფრთხეზე, თითქოს შესაძლებელია ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. როგორც ვიზალიბერალიზაციის მიღებას ჰქონდა თავისი წესი, ასევე შეჩერების პროცედურაც არის ძალიან მკაცრად გაწერილი და თავისი წესი გააჩნია.

ევროპარლამენტარების კონკრეტულმა ჯგუფმა, რომელიც რეალურად არის ნაციონალური მოძრაობის ლობისტი, მოახერხა რეზოლუციაში ასეთი ტექსტის ჩადება. ეს ემსახურებოდა საზოგადოებაში გარკვეული შიშის გაჩენას, ხომ არ ხდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ასევე, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ამას ხელიდან არ გაუშვებდნენ", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×