რეზონანსი
26.04.2024

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას ჩინურ რესურსებზე დამოკიდებულება, როგორც ეს ადრე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემთხვევაში იყო.

„წარსულში ჩვენ დავუშვით შეცდომა, გავხდით რა დამოკიდებულები რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომა ჩინეთთან. მის ფულზე, ნედლეულზე, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება დაუცველებს გვხდის", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუკი სურს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს კრიტიკულად სჭირდება მხარდაჭერა ჩინეთისგან, რომელიც მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მაღალტექნოლოგიური საქონლის, განსაკუთრებით ნახევარგამტარების მიწოდებით, ამარაგებს.

„რუსეთმა შარშან მიკროელექტრონული საშუალებების 90%-ის იმპორტი ჩინეთიდან განახორციელა, რომელიც გამოიყენება რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების დასამზადებლად. ჩინეთი ასევე მუშაობს რუსეთს სატელიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების უზრუნველყოფაზე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ჩინეთმა განაცხადა, რომ სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან, თუმცა, შეუძლებელია, „ასაზრდოო რუსეთის ომი და კარგი ურთიერთობა გქონდეს დასავლეთთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×