რეზონანსი
06.05.2024

არ მგონია, რომ მათ მიერ დადგმულმა სპექტაკლებმა, როგორიც არის სანთლების დანთება, გალობა, ამ ძალადობრივი აქციების მიმართ მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულება გამოიწვიოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობის მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი შეფასებით, აქციის მონაწილეთა მიზანია მათ მიმართ, საზოგადოების დადებითი დამოკიდებულების მოპოვება.

"მათი ეს თვალთმაქცობა ძალიან მალე გამომჟღავნდა, როდესაც წინა დღით გალობდნენ და მეორე დღეს პატრიარქს ლანძღავდნენ. ეს არის მათ მიერ დადგმული სპექტაკლი იმისთვის, რომ მათ მიმართ მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულება გამოიწვიონ. თუმცა, ხალხი ყველაფერს ხედავს და არ მგონია, რომ მათ მიერ დადგმულმა სპექტაკლებმა, როგორიც არის სანთლების დანთება, გალობა, ამ ძალადობრივი აქციების მიმართ მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულება გამოიწვიოს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×