რეზონანსი
26.04.2024

ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომლის თქმითაც, ოდიოზური ევროპარლამენტარების უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა და რომ „ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე".

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ აგენტოკრატიამ იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში "ევროპარლამენტარი" და "NGO" სალანძღავ ტერმინებად აქცია. მისივე თქმით, ევროპარლამენტშიც ჰყავთ კრებსითი ხაბეიშვილები, წითლიძები, ჭიჭე ვაშაძეები და ევრომანდატიანი მსგავსი სხვა ტრაგიკომიკური ფიგურები.

„აგენტოკრატიამ იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში "ევროპარლამენტარი" და "NGO" სალანძღავ ტერმინებად აქცია, რუსული პროპაგანდა კი ამ დროს ისვენებს.

თუმცა, ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით.

ნურავინ შევა შეცდომაში, რომ ევროპარლამენტში ინტელექტუალები დომინირებენ - იქაც ჰყავთ კრებსითი ხაბეიშვილები, წითლიძები, ჭიჭე ვაშაძეები და ევრომანდატიანი მსგავსი სხვა ტრაგიკომიკური ფიგურები", - წერს აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×