რეზონანსი
06.05.2024

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება, რომელიც „ჰამასმა" მიიღო, არ არის ის, რასაც ისრაელი დათანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, შეთავაზება, რომელსაც „ჰამასი" დათანხმდა, ეგვიპტის მიერ ცალმხრივად გაკეთებული შეთავცაზებაა და იერუსალიმში დეტალების გარკვევამდე სერიოზულად არ აღიქმება.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას.

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანია ესაუბრა კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს და აცნობა მათ „ჰამასის" თანხმობის შესახებ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე".

განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რა პირობებზეა საუბარი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×