რეზონანსი
30.06.2022

აღნიშნულის შესახებ ჯონსონმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასკვნით დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

BBC-ის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა არის დიდი ბრიტანეთის მიზანი აღნიშნულ კონფლიქტში, ჯონსონმა უპასუხა, რომ იგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული, რომ გადაწყვიტონ.

„ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვიყოთ უკრაინელებზე მეტად უკრაინელები, ეს ყველას ესმის", - განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, ჯონსონმა აღნიშნა, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამოკითხვებში დაინახა, რომ „უკრაინელების 89%-ს არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს" სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მათ რუსეთთან რაიმე სახის გარიგება არ სურთ.

„ჩვენი საქმეა, რომ უბრალოდ გავამართლოთ პრინციპი, დავიცვათ უკრაინელების უფლებები, რათა საკუთარი თავი დაიცვან, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ", - აღნიშნა ჯონსონმა.

ჯონსონმა დასძინა, რომ მათ სურთ, უკრაინელებს მისცენ საშუალება, რომ მათი ტერიტორიიდან რუსები განდევნონ და დააყენონ ზელენსკი საუკეთესო პოზიციაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ რუსეთთან რაიმე შეთანხმებაზე საუბარი სურს.

ამასთან, ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არ სთავაზობს რაიმე სახის შეთანხმებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×