რეზონანსი
30.06.2022

საინფორმაციო კამპანია „შინ ევროპისკენ" ფარგლებში გორში ჩასულ „ლელოს" წევრებს რამდენიმე ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

შემთხვევა გორის ერთ-ერთ ბაზარში მოხდა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ფლაერებს მოსახლეობას ურიგებდნენ. ადგილზე იმყოფებიან „ლელოს" ლიდერები - ბადრი ჯაფარიძე, ლევან სამუშია, საბა ბუაძე, ფიქრია ჩიხრაძე, ლანა გალდავა და სხვები.

როგორც „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მოსახლეობის უმრავლესობა მათ დადებითად ხვდება და მცირეა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც მათთან სიტყვიერ შელაპარაკება დაიწყო.

„აქ იმისთვის ვარ, რაც საერთო სახალხო მოძრაობამ მოითხოვა - თანხმობა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გვხვდება ძალიან დადებითად და კარგად. ამ ადამიანებს, რომლებიც 1-2-3 არიან და ამბობენ, თითქოს ჩვენ კვლავ გახლეჩა გვინდა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გახლეჩის ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება" ატარებს. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ თანხმობა, ადამიანებისა და საზოგადოების გაერთიანება და ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრაცია ევროკავშირში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირისპირების უკან „ქართული ოცნება" დგას.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნების" გამოსავალი ეს არის, რომ ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ამ ქვეყანაში ეს ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ამის გამკეთებლებმა როგორც დაამთავრეს, ესეც გვინახავს. ზუსტად იგივენაირად დაამთავრებენ ამ სამარცხვინო პერფორმანსების ორგანიზატორები, რომლებიც აქ მოიყვანეს, ჯერ გააღარიბეს და მერე იძულებული გახადეს, რომ მოსულიყვნენ აქ და ამ უმსგავსობაში მიეღოთ მონაწილეობა", - განაცხადა საბა ბუაძემ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რომლებიც „ლელოს" ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საქართველოში „ომის დაწყება სურთ".

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×