რეზონანსი
19.05.2026

 ჟურ­ნა­ლის­ტი მაია ასა­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის და­კა­ვე­ბას და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს:

"17-ის იყო, რომ გა­ვი­ცა­ნი, მე-18-ის, მე­გობ­რე­ბიც ვი­ყა­ვით და მტრე­ბიც, არ არის ად­ვი­ლი, ის რომ მტრად აგირ­ჩევს... მაგ­რამ ად­რე­ნა­ლი­ნით სავ­სე! ორი­ვეს ცხოვ­რე­ბამ, ერ­თმა­ნე­თის თვალ­წინ გა­ი­ა­რა, 30-ზე მეტი წელი გა­სუ­ლა და ახლა, მგო­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის... არა­და რა­დი­კა­ლუ­რად სხვა­დას­ხვა ვართ. დი­ლით, უთე­ნია, მარ­ტო მე და მას რომ გვღ­ვი­ძავს, და­ვის­კუ­პებ ცხვირ­ზე სათ­ვა­ლეს და ცხოვ­რე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ ხოლ­მე... ისევ კონ­კუ­რენ­ტე­ბი გავ­ხდე­ბით, ისევ ავ­ლე­სავთ ხმლებს - და ასე... მშვე­ნივ­რად გა­ა­ტა­რებს ამ სამ დღეს, ძლი­ერ­დე­ბა, როცა ებ­რძვი­ან!" - წერს მაია ასა­თი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, ტე­ლე­წამ­ყვან­სა და "ნა­ნუ­კას ფონ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს 3- დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ჟორ­ჟო­ლი­ანს 2025 წლის დე­კემ­ბრის თვე­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბო­და, რაც ტრო­ტუ­არ­ზე ქვე­ით­თა გა­და­ად­გი­ლე­ბის ხე­ლოვ­ნურ შე­ფერ­ხე­ბას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც 2-დან 15 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×