რეზონანსი
19.05.2026

გუ­შინ ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და რომ მათი კუთ­ვნი­ლი გუ­დი­აშ­ვი­ლის სახ­ლი სა­ბო­ლო­ოდ აუქ­ცი­ონ­ზე გა­ვი­და და გა­ი­ყი­და.

ზურა ყიფ­ში­ძეს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ ambebi.ge დაუ­კავ­შირ­და:

"ეს სახ­ლი ჩემი სი­მამ­რის და­ნა­ტო­ვა­რია გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. გუ­დი­აშ­ვი­ლი სა­დაც ცხოვ­რობ­და, ის სახ­ლია, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი. ჩემი ცო­ლის და მისი დის იყო ეს ბინა, ჩე­მიც თა­ვის­თა­ვად, რად­გან ამათ და­უ­ტო­ვა. ჩვენ ამ ბი­ნა­ში არ ვცხოვ­რობთ, ერთი ბინა გვაქვს ხი­ლი­ან­ზე და იქ ვცხოვ­რობთ ყვე­ლა.

ორმა ბიჭ­მა, (ერთი მათ­გა­ნი ლე­ნუ­კას ნაც­ნო­ბი იყო) აი­ღეს, რა­ღაც და­გეხ­მა­რე­ბი­თო, ასე და ისე ვი­ზამ­თო და ბან­კში ჩა­დეს. ნა­ხე­ვა­რი გა­და­ი­ხა­დეს, ერთ-ერ­თმა თავი მო­იკ­ლა და ასე წა­ვი­და საქ­მე.

ვი­ღაც მი­ლი­არ­დერ­მა ჰო­ლან­დი­ე­ლი ეტყო­ბა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი იყო და სამ­ჯერ თუ ათ­ჯერ უფრო ნაკ­ლე­ბად ჩა­იგ­დო ბინა ხელ­ში. 300 ათას ევ­როდ იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი და იყი­და სა­მა­სი ათას ლა­რად. მის­ცა ეტყო­ბა ბან­კში ვი­ღა­ცას რა­ღაც. ამ დროს მი­ლი­არ­დე­რია, მაგ­რამ უნ­დო­და ძა­ლი­ან ეს ბინა, აჩე­მე­ბუ­ლი ჰქონ­და.

ამ ამბავმა ძა­ლი­ან ბევ­რის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია და ამან კი­დევ უფრო გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ჰო­ლან­დი­ე­ლი. ეს ვი­ღაც ცნო­ბი­ლი კა­ცი­აო, იძახ­და, მეც ცნო­ბი­ლი ვარო და ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებს. ახლა იმ ბი­ნის საქ­მე ისეა, რომ ვერც ის ჰო­ლან­დი­ე­ლი შე­დის, რად­გან ჩვენ ვუ­ჩი­ვით. ის არ აბ­რუ­ნებს და არის ასე. დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად მი­სია და იმე­დიც არ არის.

ბან­კი­დან არა­ვინ გამოგვხმაურებია. მთავ­რო­ბა­საც, ვის აღარ მივ­მარ­თეთ და ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია შე­დე­გი", - აღნიშნა ზურა ყოფშიძემ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×