
გუშინ ლენუკა ყიფშიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ მათი კუთვნილი გუდიაშვილის სახლი საბოლოოდ აუქციონზე გავიდა და გაიყიდა.
ზურა ყიფშიძეს აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ambebi.ge დაუკავშირდა:
"ეს სახლი ჩემი სიმამრის დანატოვარია გუდიაშვილის ქუჩაზე. გუდიაშვილი სადაც ცხოვრობდა, ის სახლია, პირველი სართული. ჩემი ცოლის და მისი დის იყო ეს ბინა, ჩემიც თავისთავად, რადგან ამათ დაუტოვა. ჩვენ ამ ბინაში არ ვცხოვრობთ, ერთი ბინა გვაქვს ხილიანზე და იქ ვცხოვრობთ ყველა.
ორმა ბიჭმა, (ერთი მათგანი ლენუკას ნაცნობი იყო) აიღეს, რაღაც დაგეხმარებითო, ასე და ისე ვიზამთო და ბანკში ჩადეს. ნახევარი გადაიხადეს, ერთ-ერთმა თავი მოიკლა და ასე წავიდა საქმე.
ვიღაც მილიარდერმა ჰოლანდიელი ეტყობა ჩასაფრებული იყო და სამჯერ თუ ათჯერ უფრო ნაკლებად ჩაიგდო ბინა ხელში. 300 ათას ევროდ იყო შეფასებული და იყიდა სამასი ათას ლარად. მისცა ეტყობა ბანკში ვიღაცას რაღაც. ამ დროს მილიარდერია, მაგრამ უნდოდა ძალიან ეს ბინა, აჩემებული ჰქონდა.
ამ ამბავმა ძალიან ბევრის აღშფოთება გამოიწვია და ამან კიდევ უფრო გააღიზიანა ჰოლანდიელი. ეს ვიღაც ცნობილი კაციაო, იძახდა, მეც ცნობილი ვარო და ასეთ სისულელეებს. ახლა იმ ბინის საქმე ისეა, რომ ვერც ის ჰოლანდიელი შედის, რადგან ჩვენ ვუჩივით. ის არ აბრუნებს და არის ასე. დღეს ფაქტობრივად მისია და იმედიც არ არის.
ბანკიდან არავინ გამოგვხმაურებია. მთავრობასაც, ვის აღარ მივმართეთ და ჯერჯერობით არაფერია შედეგი", - აღნიშნა ზურა ყოფშიძემ.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე