
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამართული ისტორიული ცერემონიის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაციის აღსანიშნავად, სტუმრებმა მთაწმინდაზე გადაინაცვლეს.
"შინაგანი სიხარულის გარეგანი გამოხატულება გამოვხატეთ, სუფრასთან დავსხედით", - ასე შეაფასა ინტრონიზაციის შემდეგ გამართული ტრაპეზი მთაწმინდაზე მეუფე ანტონმა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ შეკრება საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. ახალარჩეული პატრიარქის პატივსაცემად გამართულ სუფრას, სასულიერო პირებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კადრებში ჩანან: პრემიერი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი და სხვები...
წყარო: ambebi.ge






სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე