რეზონანსი
13.05.2026

მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... გლოვობს ჩემი ბათუმი... პატარა ანგელოზო, ვაი შენს დედას,  ეს რა ტრაგედია დატრიალდა... არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ ტკივილს შეამსუბუქებს…“, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე წერს.

„პატარა ანგელოზი ლიზი ცეცხლაძე, რომელმაც უკვე მოასწრო სიყვარულის დატოვება ამ სამყაროში, ძალიან ადრე წავიდა…

მისი ღიმილი, მისი პატარა ნაბიჯები, მისი სითბო – სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცნობდა და უყვარდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ აუტანელ დანაკარგს. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და ვლოცულობ, რომ ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ მძიმე დღეების გასავლელად.

მშვიდად განისვენე პატარა ანგელოზო ლიზიკო. 

ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს... მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ... დღეს დიდი სიმწარე და ტრაგედია ტრიალებს ცეცხლაძეების  ოჯახში ამ უმძიმეს ტრაგედიას რა სიტყვები აღწერს. ნაადრევი,  მოულოდნელი და მოუშუშებელი სიმწარე ხარ პატარავ.

ლიზი ცეცხლაძე ანგელოზად იქცა“, -  წერს შოთო სიხარულიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×