რეზონანსი
12.05.2026

მეუღლესთან დაშორების შემდეგ თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, იგი მეგობრებს მიმართავს მისი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერენ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს, რადგან ეს ბავშვებზე მოქმედებს.

„ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!

მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით, ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს

შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.

ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება.

გავუფრთხილდეთ ბავშვებს!

დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!“, - წერს თამუნა

მუსერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×