ქეთო გოგოხია
20.08.2024

საავტომობილო ბაზარზე სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება. წლის პირველ ნახევარში რეალიზაცია შემცირებული იყო, ახლა ვითარება შეიცვალა და მცირედი ზრდა ფიქსირდება, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. კერძოდ, არის საფრთხე, რომ ქვეყანამ ჰაბის ფუნქცია დაკარგოს, რაზეც ავტოიმპორტიორები ღიად საუბრობენ. 

ნატალია ჯვარიძე
20.08.2024

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე სამივე ხიდი გაანადგურეს, რაც რუსულ ნაწილებს სერიოზულ ლოჯისტიკურ პრობლემებს უქმნის. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსები შესაძლოა იძლებული გახდნენ მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანონ თავისი სამხედროები, რათ ალყაში მოქცევა აიცილონ თავიდან. ამის პარალელურად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსულმა არმიამ ოქტომბრამდე სრულად აღადგინოს კონტროლი კურსკის ოლქზე.

თამთა ჩაჩანიძე
20.08.2024

ენმ-ში ახლადდაბრუნებულ ხატია დეკანოიძეს პარტიის წევრი ანა წითლიძე მწვავე კრიტიკით დახვდა. მან დეკანოიძეს „შეზელვის დიდოსტატი" უწოდა. როგორც წითლიძე ამბობს, პარტიას „კიდევ ერთი უძღები შვილი დაუბრუნდა". როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, მსგავსი ტიპის შიდა დაპირისპირება წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ ენმ-ში არამედ სხვა პლატფორმებზეც იჩენს თავს. მიზეზი კი ისაა, რომ ოპოზიციაში ანგარიშგასაწევი ლიდერი არაა.

თამთა ჩაჩანიძე
20.08.2024

წინასაარჩევნო კამანიის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ" ვრცელი ოთხპუნქტიანი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად აღნიშნულია, რომ ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ოცნება" „დააინიცირებს სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგად „ნაცმოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება". აღნიშნულს ოპოზიციაში გამოხმაურება უკვე ჰქონდა, მათი შეფასებით, ესაა წინასაარჩევნო „პროპაგანდის ნაწილი" და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობა.

ნატალია ჯვარიძე
20.08.2024

თუ „ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლეობას მიიღებს, რამდენიმე საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. მათ შორისაა ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხიც. ოპოზიცია ამას „ღალატის პროგრამას" უწოდებს. ანალიტიკოსების მოსაზრებები კი არაერთგვაროვანია.

ქეთო გოგოხია
19.08.2024

უმუშევრობა მცირდება და ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა შრომის ბაზარზე სიტუაცია რეალურად ვერ გაუმჯობესდა. უმუშევრობის შემცირებასთან ერთად იკლებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა. როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს სტატისტიკა, დასაქმება ისევ ჭირს და სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავს. 

ქეთო გოგოხია
19.08.2024

საქართველოში საშუალო ფენა ვერ იქნა და ვერ ჩამოყალიბდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ხელშესახები არ არის და ამ სიკეთით მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად ვერ სარგებლობს. ამასობაში მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები საშუალო ფენაში ვერაფრით გადადიან. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ვერასდროს მოიტანს შედეგს, თუკი ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება.

თამთა ჩაჩანიძე
19.08.2024

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული პაუზაა, შემოდგომით ევროკომისია ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშს წარადგენს, სადაც საუბარი საქართველოზეც იქნება როგორც ოფიციალურად კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაზე. მანამდე თბილისში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩისნკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია მიზეზი კი „გავლენების კანონის" მიღება გახდა.

ნატალია ჯვარიძე
19.08.2024

მოსკოვი კონკრეტულ და ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ პოლონეთი უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

ნატალია ჯვარიძე
19.08.2024

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობის მოგვარების საკითხია. როგორც რუსული მედია ავრცელებს, პრეზიდენტებმა რეგიონული და საერთაშორისო საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს, კერძოდ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე.

ქეთო გოგოხია
19.08.2024

საქართველოში საავტომობილო ზეთის ხარისხის სტანდარტი არ არსებობს, რის გამოც მისი კონტროლი  დიდ სირთულეს წარმოადგენს და რეალურად არც მოწმდება. ამ დროს დადასტურებულია, რომ უხარისხო საავტომობილო ზეთის გავლენა ადამიანებსა და გარემოზე ტოქსიკურია, ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის და ავტომობილების გამართულ მუშაობასაც ხელს უშლის. 

თამთა ჩაჩანიძე
19.08.2024

 2012 წლიდან საპარლამენტო, ადგილობრივ თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიების რეიტინგების მხრივ ერთი და იგივე სურათი მეორდება, პირველ-მეორე ადგილს „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" იყოფენ, დანარჩენ ადილებზე კი მოცემულობა სხვადასხვა წელს სხვადასხვაგვარი იყო. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ 2024 წლის არჩევებზეც ეს რიგითობა არ შეიცვლება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×