ირმა ჩიტაია
31.03.2025

კომპანია ,,ბრიტიშ ეარვეისი" ქართულ ავაიბაზარზე შემოვიდა. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პროცესს მიესალმებიან და დადებითად აფასებენ დარგის სპეციალისტები. ისინი მიჩნევენ, რომ საქართველოს ავაიხაზების განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. 

ქეთო გოგოხია
31.03.2025

ღია ბანკინგის სისტემის დანერგვა თანამედროვე საგადამხდელო ურთიერთობებს უფრო სწრაფსა და მოქნილს ხდის, თუმცა ადგილობრივი პლასტიკური ბარათებისთვის საფრთხეა, რადგან მას უცხოეთში მუშაობის შესაძლებლობას უსპობს. არსებობს მოსაზრება, რომ სებ-ის ასეთი გადაწყვეტილება სპეციალურად გამიზნულია სანქცირებული ადამიანებისთვის და მათთვის ალტერნატივის შექმნის მცდელობაა. არ არის გამორიცხული, რომ ამით ადგილობრივი პლასტიკური ბარათები სრულად ჩანაცვლდეს.

მარიამ ვეკუა
31.03.2025

31 მარტს "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის რიგით მე-8 სხდომაზე სკანდალური განცხადებები გაკეთდა. სხდომაზე მიწვეული იყვნენ: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი.

გვანცა წულაია
31.03.2025

საქართველოში მძიმე დემოგრაფიული სურათია, რასაც წინა წლების მსგავსად შარშანდელი სტატისტიკაც მოწმობს. მიზეზი ბევრნაირია, მაგრამ გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ითქვა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას მთავრობა შეეცდება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არსებობს. ამასობაში, სანამ რაიმე გაირკვევა, საქართველოში ქორწინება იკლებს, განქორწინება მატულობს, ქვეყანაში ნაკლები ბავშვი იბადება და ბევრი ადამიანი იღუპება, რაც დემოგრაფიულთან ერთად, ეკონომიკაში პრობლემებს ქმნის. 

მარიამ ვეკუა
31.03.2025

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) სამდივნოს აცნობა, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან. ონფორმაცია 31 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

თამთა ჩაჩანიძე
31.03.2025

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე "ძალიან გაბრაზებულია" და თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს და ეს იქნება რუსეთის ბრალი, სანქციების დაწესებით იმუქრება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პუტინს ახლა ომის დასრულება არ აწყობს, რადგან რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ომზე გახდა დამოკიდებული, ტრამპი კი იძულებული იქნება, რომ საპასუხო ნაბიჯები გადადგას, მათ შორის იმიტომაც, რომ ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ჩაშლა მის რეპუტაციას ეხება.

თამთა ჩაჩანიძე
30.03.2025

ოპოზიცია 31 მარტის აქციისთვის ემზადება. მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ლიდერთა ბოლო შეხვედრა კვირას გაიმართა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ოპოზიციის ერთობა საბოლოოდ დარღვეულია და ორშაბათს ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ერთობლივი მოქმედების რაიმე გეგმას, რაც ადრე იყო დაანონსებული. ცალკეული ოპოზიციონერები კი უკვე ღიად საუბრობენ, რომ ყველამ თავისი პარტიული პლატფორმით უნდა დაიწყოს მოქმედება.

თამთა ჩაჩანიძე
30.03.2025

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის 100-დღიანი გეგმა პრაქტიკულად ჩავარდა და შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის „აღდგომის ზავიც" არ იქნება. გეგმის ჩავარდნის პირდაპირი აღიარება იყო სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება - ტრამპის ადმინისტრაცია გარანტიას ვეღარ იძლევა, რომ ცეცხლი შეწყდება „ერთ კვირაში, ერთ თვეში", ან თუნდაც 100 დღეში. რუსები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება წელს, სავარაუდოდ, არ მოხდება.

მარიამ ვეკუა
30.03.2025

28 მარტს საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 4 საათის განმავლობაში უსმენდა გენერალ მამუკა ყურაშვილს. კომისიის ეს სხდომა, რომელიც რიგირთ მე-7 იყო, განსაკუთრებით სკანდალური გამოდგა მასზე გაკეთებული განცხადებების შინაარსისა და ტონის გამო, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

მარიამ ვეკუა
29.03.2025

მას შემდეგ, რაც 27 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარი აქტს" მხარი დაუჭირა, მმართველი პარტია აქტიურად საუბრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად 31 მარტის აქციისთვის „სულის ჩადგმას" ისახავს. „ოცნების" ოპონენტები კი ხაზგასმით ამბობენ, რომ ამ აქტის მიღებით ამერიკელები ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ და ხალხს 31 მარტს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

ნატალია ჯვარიძე
29.03.2025

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მიერ შეგროვილი მასალების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართოს. უკვე კეთდება მინიშნება, თუ  კონსტიტუციის რომელ მუხლს შეიძლება დაეფუძნოს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელი.

ნატალია ჯვარიძე
29.03.2025

ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯერჯერობით წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე, უკრაინის არმიამ ბელგოროდის რეგიონში საკონტროლო ტერიტორია გააფართოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 3-4 კილომეტრით წინ წაიწიეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ოპერაციას როგორ სამხედრო, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. თუმცა ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელთა შეტევა არ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც გასული წლის ზაფხულის შეტევა კურსკის ოლქზე.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×