გვანცა წულაია
27.03.2025

დემონტაჟის შემდეგ თბილისში მიწისზედა გადასასვლელ ლითონის ხიდებს ისევ აშენებენ. 5 გადასასვლელი უკვე აშენდა, ამ ეტაპზე 4-ის მშენებლობა მიმდინარეობს და მომდევნო ორ წელიწადში დამატებითი 7 აშენდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადასასვლელი ხიდები გარკვეულ მონაკვეთებში საჭიროა, მაგრამ ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვეითთა ნაწილი არ სარგებლობს მათთვის განკუთვნილი გადასასვლელებით, ამიტომ კონტროლიც უნდა იყოს შესაბამისი. 

თამთა ჩაჩანიძე
27.03.2025

„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიბარონ და თავად უპასუხოს იმ კითხვებს, რაც მასთან კომისიას აქვს.

ნატალია ჯვარიძე
27.03.2025

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის აზრით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე საკითხი ხელს უშლის, მათ შორის არის რუსეთი და აზერბაიჯანთან კონფლიქტის მოუგვარებლობა. ამიტომ ის ვარაუდობს, რომ ამ პროცესის მიღწევაში მოსკოვი ეცდება მაქსიმალურად ხელი შეუშალოს.

გვანცა წულაია
26.03.2025

ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადი  აპრილის შემდეგაც იმოქმედებს. ბოლოს საიმპორტო გადასახადი 1-ელ მარტს, ერთი თვით, გახანგრძლოვდა, თუმცა მოქმედების ვადა შემდგომ თვეებზეც გაიწერება. ეს პერიოდი კი, როგორც ცნობილია, დაკვირვებისთვის იყო საჭირო და მან თავისი შედეგი აჩვენა. 

ქეთო გოგოხია
26.03.2025

ჰესების მშენებლობის ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს. ამის მიზეზი მშენებლობის მაღალი ხარჯია, რაც დეველოპერების საქმიანობას აფერხებს. ისინი პირდაპირ აღნიშნავენ, რომ  დაბალი ტარიფიდან თანხას ვერ იღებენ. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი სატარიფო პოლიტიკის გადახედვაა, რასაც, თავის მხრივ,  არასასურველი შედეგი მოჰყვება, რადგან გაზრდილი ტარიფი სერიოზულ ტვირთად დააწვება არა მარტო მომხმარებელს, არამედ ბიზნესსაც და საბოლოოდ ფასების მატებას გამოიწვევს.

ნატალია ჯვარიძე
26.03.2025

„ნატო-ს რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსი მას დაიცავს", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნატოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება.

ნატალია ჯვარიძე
26.03.2025

პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

თამთა ჩაჩანიძე
26.03.2025

ხუთშაბათს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "მეგობარი აქტის" განხილვაა დაგეგმილი, კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. აქტში ერთის მხრივ საუბარია ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებაზე, მეორეს მხრივ კი ურთიერთობის სრულ გადასინჯვაზე და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დასწესებას მოითხოვს.

მარიამ ვეკუა
26.03.2025

სოხუმის აეროპორტიდან რეისები მაისიდან განხორციელდება. ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარს, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა, 26 მარტს კრიტიკით უპასუხა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ქართულმა მხარემ საჭიროა კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას

თამთა ჩაჩანიძე
26.03.2025

 

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ 5-6 პირობა წამოაყენა, მოთხოვნებს კი მისი ადმინისტრაცია განიხილავს. კრემლი ოფიციალურ განცხადებაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სანქციების ნაწილის მოხსნას ასახელებს. კიევი კი ვაშინგტონთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში, მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც აშშ ზომებს მიიღებს.

გვანცა წულაია
25.03.2025

გასულ წლებში თითქმის ნულოვანი ინფლაციის გათვალისწინებით, ხელფასების ზრდა მოსახლეობას ასე თუ ისე დაეტყო და მათი მსყიდველუნარიანობა გაიზარდა. ასეთი პერიოდი საქართველოს მიყოლებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა ახლა ინფლაცია მზარდია, კერძო სექტორი კი დასაქმებულთა ხელფასების კორექციაზე აღარ ფიქრობს. ამიტომ წელს მოცემულობა შეიცვლება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×