ირმა ჩიტაია
20.08.2026

მიგრანტების შემოსვლა თუ ასე გაგრძელდა და მათი ნაკადი რუსეთიდან კიდევ უფრო მეტად დაიძრება, გამორიცხული არაა, კვლავ 2022 წლის რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ.  შესაძლოა, რუსეთში შემოდგომაზე გამოცხადებულმა მობილიზაციამ გარკვეული ნაწილი ისევ საქართველოსკენ დაძრას. ჩვენ ისე უნდა მოვემზადოთ, რომ ფასების მკვეთრი რყევა და ინფლაცია არ მივიღოთ. ეკონომისტების განცხადებით, საფრთხე რეალურია. ამიტომ აუცილებელია, ბაზარზე სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს, რომ ახალმა შემოდინებამ მკვეთრი ცვლილებები არ გამოიწვიოს. 

ნატალია ჯვარიძე
20.08.2026

ევროპასთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერი ირაკლი კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება. საინტერესოა, რომ ამ სამიტის თანათავმჯდომარე „ოცნების" მთავრობის „დაუძინებელი მეგობარი" გერმანიაცაა. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. ამის საფუძველზე ანალიტიკოსი რამაზა საყვარელიძე ამბობს, ვფიქრობ, ფინიშს უახლოვდება ის პროცესი, რასაც კობახიძე მოლოდინის სტრატეგიას უწოდებდაო.

მარიამ ვეკუა
20.08.2026

მოსკოვისა და ფხენიანის სამხედრო ალიანსი თვისებრივად ახალ, საშიშ ფაზაში შედის: უკრაინისა და დასავლური დაზვერვების ცნობით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გადასროლას გეგმავს. ეს ნაბიჯი კრემლს საშუალებას მისცემს, საკუთარი ზურგის ოლქები მოკავშირეს ჩააბაროს და გამოთავისუფლებული ძალები უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე გადაისროლოს. თუმცა, ამ გარიგებით მხოლოდ მოსკოვი არ იგებს - სანაცვლოდ, კიმ ჩენ ინის რეჟიმი იღებს იმას, რაც ათწლეულებია არ ჰქონია - XXI საუკუნის ტექნოლოგიური ომის რეალურ გამოცდილებას.

ნატალია ჯვარიძე
20.08.2026

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხალხს „გადამწყვეტ შემოდგომას" უანონსებს და საზოგადოებას სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს სურს პოლიტიკური ლიდერის როლი მოირგოს. მისი ინიციატივით მნიშვნელოვან პროცესებს არ ელოდებიან.

მარიამ ვეკუა
20.08.2026

ყოფილი თანამებრძოლების ვირტუალურმა პოლემიკამ ბოლო რამდენიმე კვირაში პიკს მიაღწია. ძველი წყენების გახსენებით, „ომის რიტორიკაში" დადანაშაულებითა და სავარაუდო მილიონიან გარიგებებზე მინიშნებებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი სამიზნე ხშირად ისევ გვერდით მჯდომი, ყოფილი მოკავშირეა.

თამარ ვეფხვაძე
19.08.2026

მოსახლეობის დაბერება - ეს არის თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა, მათ შორის, საქართველოშიც. ამ მხრივ, „საქსტატისა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები არასახარბიელოა, რადგან ირკვევა, რომ მოსახლეობის 23%, ანუ 900 310 ადამიანი პენსიონერია. ეს მაშინ, როდესაც შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაბალია და ცხადია, ასეთი არაპროპორციული თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მძიმე ტვირთად აწვება - ასე ფიქრობენ სტატისტიკოსები და დარგის სპეციალისტები.  

ნატალია ჯვარიძე
19.08.2026

პუტინი „ვაილდბერიზის" დაზიანებული საწყობების აღდგენაში სახელმწიფოს ჩართვას გეგმავს,- რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად დაზიანებული ლოგისტიკური და სასაწყობე ინფრასტრუქტურა აღდგენას საჭიროებს, მათ შორის სახელმწიფოს მონაწილეობით.

ნატალია ჯვარიძე
19.08.2026

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას „სულ უფრო სასოწარკვეთილი რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან აბსურდულ პროპაგანდად" აფასებს.

რეზონანსი
19.08.2026

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის საკნიდან გამოქვეყნებული წერილი, სადაც ის ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს, პოლიტიკური განხილვის ეპიცენტრშია, მმართველი გუნდი ღარიბაშვილის წერილს, ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამს და აღნიშნავენ, რომ წერილები ბევრ ეჭვს ბადებს, ოპოზიციონერები კი მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირების ნიშნებს ეძებენ.

მარიამ ვეკუა
19.08.2026

აშშ-თან 60-დღიანი შეთანხმების ამოწურვის შემდეგ, ირანი კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოებასა და ევროპაში განთავსებულ ამერიკულ ობიექტებზე იერიშის მიტანას განიხილავს, "ფაინენშალ თაიმსის" სადაზვერვო ცნობები მოწმობს, რომ ჩაშლილი დიპლომატიური არხებისა და თეირანში რადიკალური ფრთის დაწინაურების ფონზე, მხარეები „არც ომი, არც მშვიდობის" სახიფათო რეჟიმში გადავიდნენ, სადაც ესკალაციამ შესაძლოა კონფლიქტი ევროპის კონტინენტზე გადაიტანოს.

ნატალია ჯვარიძე
18.08.2026

ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობიდან მეორე წერილი გაავრცელა. მასში ექსპრემიერი მამუკა მდინარაძეს ახსენებს და აცხადებს, რომ „წითელი ხაზების" გადაკვეთისა და შექმნილი ვითარების გამო იძულებულია, პოლიტიკური ბრძოლა დაიწყოს. ექსპერტთა შეფასებით, წერილი მიანიშნებს მის მცდელობაზე, პოლიტიკაში დაბრუნდეს და თავი რეპრესიების მსხვერპლად წარმოაჩინოს.

თამარ ვეფხვაძე
18.08.2026

პოლონეთმა კიდევ ერთხელ გაამკაცრა ქვეყანაში სამუშაოდ ჩასული მოქალაქეების შესვლის წესები. გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც პოლონეთში დასაქმების მიზნით აპირებენ გამგზავრებას. სპეციალისტების ერთი ნაწილი თვლის, რომ პოლონეთის ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ, ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებზეც აისახება, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, აქ მთავარი მიგრაციის პაქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დამოკლეს მახვილივით აზის თავზე და საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობები აქ არაფერ შუაშია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×