მარიამ ვეკუა
31.05.2025

თბილისში ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის 30 მაისის ვიზიტს საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული გადატვირთვის დასაწყისად მიიჩნევს. პრემიერმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს შეხვედრა წინა შეხვედრებისგან განსხვავდებოდა და საუბარი იყო ჯანსაღი კუთხით ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გადატვირთვაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია „ღიმილის მომგვრელ მდგომარეობაშია".

ნატალია ჯვარიძე
31.05.2025

რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკების მეორე რაუნდი ჩაშლის ზღვარზეა. კრემლმა შეხვედრის დრო და ადგილი უკვე დაასახელა - რუსული დელეგაცია ორშაბათს, 2 ივნისს ჩავა სტამბოლში და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება. უკრაინული მხარე კი ყოყმანობს, რადგანაც რუსებს ჯერ კიდევ არ შეუსრულებიათ მოლაპარაკების პირველ რაუნდზე მიღწეული შეთანხმება და არ გადაუციათ უკრაინული მხარისთვის სამშიდობო მემორანდუმის თავისი ვერსია.

მარიამ ვეკუა
31.05.2025

ილონ მასკმა 130-დღიანი მანდატი შეასრულა - ტრამპის ადმინისტრაციაში მისი მოკლე, მაგრამ ხმაურიანი მოღვაწეობა ოფიციალურად დასრულდა. ოვალურ კაბინეტში 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოფიციალური გადადგომის მიუხედავად, ილონ მასკი არაოფიციალურ მრჩევლად მაინც დარჩა. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა მასკის ჩალურჯებული თვალი, რასაც მან შვილთან თამაშის დროს მიღებული დაზიანება უწოდა.

ნატალია ჯვარიძე
31.05.2025

ამერიკული „ფარას" ქართული ანალოგი, როგორც მას ხელისუფლება უწოდებს, 30 მაისიდან უკვე ძალაში შევიდა. კანონი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ეხება, ხოლო მისი დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების 5 წლით აღკვეთით. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გამორიცხული არაა, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტოს და ასევე, ახალი „ენჯეოები" შეიქმნას.

ნატალია ჯვარიძე
30.05.2025

რუსეთი მოკავშირე სერბეთს ღალატში ადანაშაულებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო. როგორც ირკვევა, სერბეთი ჯერ კიდევ 2023 წლიდან ახორციელებსა იარაღის მიწოდებას, მაგრამ ეს საკითხი მოსკოვმა ახლა წამოჭრა. საგარეო ექსპერტი, გიორგი კობერიძე ამას რამდენიმე მიზეზს უკავშირებს და ამბობს, რომ „სერბეთი ორ სკამდე ჯდომას ცდილობს".

მარიამ ვეკუა
30.05.2025

საქართველოს საკითხი ნატო-ს გაფართოების სადავო დღის წესრიგში დაბრუნდა - ტრამპის მრჩეველი პუტინთან გარიგებაზე საუბრობს, სადაც საქართველოსა და მოლდოვის მომავალიც განიხილება. ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოსთვის სკამის გამოყოფაზე აკეთებს აქცენტს, „ოცნება" ამბობს, რომ „დიდი სახელმწიფოები ერთმანეთთან დალაგდებიან", დასავლელი ლიდერები კი კრემლთან კომპრომისის პოლიტიკას ფატალურ შეცდომად განიხილავენ.

მარიამ ვეკუა
30.05.2025

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს. ის დღეს პრემიერ ირაკლი კობახიძესა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერი შეხვედრას „ნაყოფიერს" უწოდებს, თავად დეინსი კი კობახიძესთან შეხვედრის შესძლებლობას მიესალმება და საქართველოს აშშ-ს პრეზიდენტთან „მჭიდრო თანაშრომლობისკენ" მოუწოდებს.

ნატალია ჯვარიძე
30.05.2025

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია 29 მაისს, საღამოს დააკავეს. როგორც შსს-ში ამბობენ, მელია ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო აიყვანეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეუარცხყოფას გულისხმობს. მმართველ გუნდში ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი კანონის დარღვევის შემთხვევაში, ყველა პასუხს აგებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს იყო „გატაცება და არა დაკავება".

ირმა ჩიტაია
29.05.2025

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიურმა გააქტიურებამ ადგილობრივ მუშახელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ისინი შემცირებულ ხელფასს და გაუარესებულ სამუშაო პირობებზე ჩივიან. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თუ სახელმწიფომ გარკვეული ზომები არ მიიღო, კერძო კომპანიებთან პირისპირ დარჩენილი მუშახელი ვერაფერს გახდება. ამასთანავე, ბაზრის უცხოელი მუშახელით გაჯერებით ირღვევა მომხმარებელთა და დასაქმებულთა უფლებებიც.

გვანცა წულაია
29.05.2025

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკა წლიდან-წლამდე კლებამ აჩვენებს, თუმცა რეალურად რა ხდება სტატისტიკის მიღმა და როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მოსახლოების კეთილდღეობაზე? რამდენად არის შესაძლებელი არსებული ტემპის შენარჩუნება და სიღარიბის მაჩვენებლის მინიმუმამდე დაყვანა?

ქეთო გოგოხია
29.05.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ, 92-ე გენერალურ სესიას დაესწრო. მინისტრის გამოსვლა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს  შეეხო, რომლითაც ქვეყანა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე, ამ კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ პერსპექტივაზე გაკეთდა.

თამთა ჩაჩანიძე
29.05.2025

კრემლი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ისევ საუბრობს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ "ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება" და არ გამორიცხა, რომ საქართველოს რუსეთს-შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდეს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×