მარიამ ვეკუა
03.06.2025

„ქართული ოცნება“ „ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხს“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის და მათი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. მიზეზი ამ მედიასაშუალებების მიერ ისეთი შეფასებებისა და ტერმინების გამოყენებაა, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „კლანის მოსამართლე“ და სხვა. მმართველი პარტიის შეფასებით, ეს მაუწყებლობის შესახებ კანონის ახალ ნორმებს არღვევს. 

ირმა ჩიტაია
02.06.2025

სამთო და სამკურნალო ტურიზმი გამოწვევების წინაშეა. ჯავშნებმა ამ ეტაპისთვის დაახლოებით10-12%-ით იკლო. თუმცა მიდგომა საკმაოდ სპეციფიკურია და სურათი არაერთგვაროვანი. შემცირდა დღიური გადასახადი, იმატა დაბალბიუჯეტურმა ტურისტების რიცხვმა.

ნატალია ჯვარიძე
02.06.2025

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მხარეებმა პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინულ მხარეს თავისი მოთხოვნები გააცნო, კიევს ერთი კვირა დასჭირდება დოკუმენტის შესასწავლად და შემდგომი ნაბიჯების გადასაწყვეტად.

თამთა ჩაჩანიძე
02.06.2025

"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" უკვე ძალაშია და მის აღსრულებას ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. "ოცნება" არასამთავრობო და მედიაორგანოზაციებს კანონის დამორჩილებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა "ზუსტად ისეთი იქნება როგორიც აშშ-ში".

ქეთო გოგოხია
02.06.2025

ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა შორის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულეა. მძიმე სტატისტიკა დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ მოქალაქეები საგზაო უსაფრთხოების წესებს არ იცავენ და შესაბამისი განათლებაც აკლიათ. დარგის სპეციალისტები კანონის გამკაცრებას ითხოვენ. მართალია ფეხით მოსიარულეთათვის კანონდარღვევის შემთხვევაში გარკვეული სანქციები გათვალისწინებულია, მაგრამ აღსრულების კუთხით პრობლემაა. საბოლოოდ კი ადამიანები იღუპებიან, რისი მიზეზიც უამრავ შემთხვევაში გზის სავალ ნაწილზე მოქალაქეების დაუდევარი გადაადგილებაა.

მარიამ ვეკუა
02.06.2025

რუსეთი შავ ზღვაში ახალ საყრდენ წერტილს იმყარებს - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის გეგმების შესახებ ისაუბრა. ექსპერტები საფრთხეზე საუბრობენ: კრემლი ცდილობს, რეგიონში დაკარგული გავლენა სამხედრო მექანიზმებით აღიდგინოს, ექსპერტების თქმით, აშშ შავიზღვისპირეთის ამ ნაწილს არ დათმობს.

ქეთო გოგოხია
02.06.2025

მიმოქცევაში  შესვლიდან 30 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, გადალახა მკვეთრი გაუფასურების პერიოდიც, რამდენიმე დიდი რყევა და დღეს დაახლოებით იმ ნიშნულზეა, როცა მისი სტაბილურობის დიაპაზონი მიღწეულია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მიმდინარე პერიოდშიც მკვერი ცვლილება აღარ ფიქსირდება. მართალია, ამას სხვადასხვა  ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მთავარია, რომ ლარმა პოლიტიკური დაძაბულობას საკმაოდ ადვილად გაუძლო.

ნატალია ჯვარიძე
02.06.2025

ადგილობრივ არჩევნებამდე დაახლოებით ხუთი თვეა დარჩენილი და ამ დრომდე ცნობილია მხოლოდ ერთი პარტიის პოზიცია - გიორგი გახარიას „გახარია-საქართველოსთვის" არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ენმ და „ახალი" ჯერჯერობით უარზე არიან, კოალიცია „ძლიერი საქართველო" კი ამ ეტაპზე არ ახმოვანებს თუ რას აპირებს.

მარიამ ვეკუა
02.06.2025

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ 50.89%-ით დაამარცხა ლიბერალი რაფალ ტრჟასკოვსკი - დაძაბული ბრძოლა დასრულდა, მაგრამ ახლა იწყება მთავარი: როგორი იქნება ნავროცკის პოლიტიკა და როგორ იმოქმედებს მისი გამარჯვება პოლონეთის ევროპულ კურსზე.

თამთა ჩაჩანიძე
02.06.2025

უკრაინის უპრეცედენტოდ მასშტაბურ 1-ელი ივნისის სპეცოპარაციას კრემლის მაღალჩინოსნების სიტყვიერი მუქარა მოჰყვა. რა ქმედითი ნაბიჯებია მოსალოდნელი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რუსული დანაკარგი სერიოზულია, რის აღდგენის პერსპექტივა დღეს არ აქვს, ასევე რეპუტაციის თვალსაზრისით ესაა "სახეში შემოლაწუნება" პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის და მოლოდინია, რომ პასუხი შეიძლება "მტკივნეული" იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
01.06.2025

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მოსახლეობასთან კამპანიას ატარებს - „დარჩი სალში". ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ ბოიკოტი მნიშვნელოვანია და მათი ამოცანაა, რომ არჩევნები არ შედგეს და მასზე მილიონზე მეტი ადამიანი არ მივიდეს.

თამთა ჩაჩანიძე
01.06.2025

გასულ კვირას აშშ-ში გამოვიდა „სი-ენ-ენის" ჟურნალისტ ჯეიკ ტაპერისა და „აქსიოსის" კორესპონდენტ ალექს ტომპსონის წიგნი „პირველყოფილი ცოდვა", რაც დიდი სკანდალის მიზეზი გახდა. წიგნის ავტორების თქმით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას ქვეყანას რეალურად მართავდა მასთან დაახლოებული ადამიანთა ვიწრო ჯგუფი, რომლებიც საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საკუთარი შეხედულებისამებრ იღებდნენ, რადგან ბაიდენი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში ფაქტიურად დისფუქნციური იყო.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×