მამუკა ნაცვალაძე
11.09.2022

1790 წელს ისანში ერეკლეს სამეფო რეზიდენციას იმერეთის თავადების დელეგაცია ეწვია. მისია ერთობ საპატიო გახლდათ - საქართველოს ერთიანობის იდეა. დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები ქართლ-კახეთის მეფეს ორი სამეფოს გაერთიანებას სთავაზობდნენ.

ყველასთვის მოულოდნელად ერეკლემ უარი განაცხადა... უჩვეულოდ ჩანდა უარი. არადა აშკარა იყო, რომ პატარა კახის პოლიტიკური საქმიანობა არათუ საქართველოს, ერთიანი კავკასიის  გაერთიანებას ისახავდა მიზნად.

თითქოს უცნაურია - ერთი მხრივ ერეკლე ერთიან დიდ კავკასიურ სახელმწიფოს აშენებს, მას გაცნობიერებული აქვს, რომ მხოლოდ ასეთ ფორმატში შესძლებს საერთაშორისო სისტემაში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი სტატუსით ჩართვას და უსაფრთხოების სისტემური მოდელის შექმნას, მეორე მხრივ, უარს ამბობს დასავლეთ საქართველოს, იმერეთის სამეფოს წარმომადგენელთა შეთავაზებაზე გააერთიანოს საქართველო.  

ბუნებრივია, ისმის კითხვა - ხომ არ გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტთან? რატომ ისტუმრებს უარით იმერეთის სამეფოს წარმომადგენლებს ერეკლე, თუკი მისთვის ერთიანი კავკასიური დიდი პოლიტიკური სივრცის შექმნაა უმთავრესი მიზანი?

ერეკლეს უარი საქართველოს გაერთიანებაზე სწორედ ბერძნული პროექტის პრიზმიდან ჩანს გამართლებულად. კავკასიის პოლიტიკური განვითარების მთავარი მარწუხია 1555 წელს შექმნილი ამასიის სისტემა, რომლის მორღვევასაც ისახავს მიზნად ბერძნული პროექტი. აშკარაა, რომ ეს გაერთიანება იქნება პიროსის გამარჯვება, ის გამარჯვება, რომელიც საწინდარი გახდება დიდი დამარცხების... 

ელზა პაპოშვილი
09.09.2022

63 წლის მამაკაცი, რომელსაც შიდა ქართლში, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ არ იცის რას ედავებიან და უდანაშაულოა. ყველაფერი კი ბავშვმა და მისმა დედამ მოიგონეს. თუმცა პედოფილიაში ბრალდებულ მამაკაცს გამოძიება გოგონასთვის ტექსტურ შეტყობინებებს, შანტაჟს, დაშინებას და გაუპატიურების მცდელობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გარყვნილი ქმედება მამაკაცმა საკუთარი შვილის მეგობართან ჩაიდინა. მისი ვაჟი და დაზარალებული არასრწულოვანი გოგონა კლასელები არიან.   

ელზა პაპოშვილი
08.09.2022

პედოფილიის შემზარავი ფაქტი შიდა ქართლში - გორში ტაქსის მძღოლს 13 წლის გოგონას გატაცეებასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მამაკაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიცია ეძებს. ის უკვე ორი დღეა მეზობლებს არ უნახავთ. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მომხდარის გახმაურების შემდეგ მამაკაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მან თავს გაქცევით უშველა. 

ელზა პაპოშვილი
07.09.2022

ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტი წყალტუბოში - 33 წლის თეონა შენგელია საკუთარ სახლში ნახევრად დამწვარი იპოვეს, არსებობს ეჭვი, რომ მას დამწვრობამდე ბლაგვი საგნით დაზიანებებიც მიაყენეს. ახალგაზრდა ქალი წყალტუბოს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე დამწვრობით შეიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის სავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.  დამწვრობები აქვს მისსავე ქმარს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. რა მოხდა სახლში, სადაც ცოლ-ქმარი 5 შვილთან ერთად ცხოვრობდა, ამ დრომდე უცნობია. 

მამუკა ნაცვალაძე
06.09.2022

გიორგი ბრწყინვალე განსაკუთრებული თემაა საქართველოს ისტორიაში, ის იყო მეფე, რომელმაც მსოფლიოში პირველმა და ერთადერთმა შესძლო უსისხლოდ დაეძლია მონღოლთა უმძიმესი უღელი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს უკანასკნელი გაბრწყინება, ჟამი, როცა ჯერ კიდევ ფეხზე დგას კონსტანტინოპოლი, როცა საქართველოც მსოფლი რანგის ქვეყანაა. ამ დროს ჯერ კიდევ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფუნქცია აკისრია ჩვენ ქვეყანაზე გამავალ სავაჭრო გზას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს რომ აკავშირებს.  

დიდი ბედისწერა ელის 30 წლის გიორგი V-ს. არადა, თითქოს სიმბოლურად დაებედა 30 წელი საქართველოს. ლაშა გეორგიც და მისი შვილიშვილი დემეტრე II 30 წლისანი აღესრულნენ, სწორედ 30 წლის გახლდათ გიორგი ბრწყინვალე, 1316 წელს საქართველოს ერთპიროვნული მეფე რომ ხდება. 

ელზა პაპოშვილი
06.09.2022

ლუდზე დასმული კითხვის გამო დაწყებული ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დავით ქიტესაშვილი 27 წლის ნიკო ნინესაშვილმა  მუცლის არეში სუფრასთან დაჭრა. მას ჭრილობები თვითმხილველების თვალწინ  მიაყენა. მამაკაცს ადგილობრივებმა  სისხლდენა ვერ შეუჩერეს, მისი დახმარება ვერც ადგილზე მუსლმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერ შეძლეს.  ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.    

თანასოფლელს დანა სუფრის ერთ-ერთი წევრის შვილმა დაარტყა.

ელზა პაპოშვილი
05.09.2022

ბოდბეში, სავარაუდოდ, ქმრის მიერ, დაჭრილი 27 წლის მარიამ აბაზაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა თავში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობის გამო წნორის კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ის კომაში იმყოფება და პროგნოზის გაკეთება რთულია. 

 

მამუკა ნაცვალაძე
03.09.2022

თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურმა ვითარებამ აშკარად წარმოაჩინა რუსეთის რეალური სახე. უკრაინასთან ომმა სამყაროს ცალსახად დაანახა მოსკოვის იმპერიული მიზნები და მისწრაფებები. რუსული მენტალობის არათავსებადობა ცივილურ ნორმებთან საუკუნეების განმავლობაში რომ იფუთებოდა სხვადასხვა კეთილშობილი ვერსიით, გაშიშვლდა. ამ ფონზე კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა რუსულ-ქართული ურთიერთობის ანატომია, სადაც რუსეთი დამპყრობელია, საქართველო კი ის გეოსტრატეგიული სივრცე, რომელიც ერთმორწმუნემ ხელში უნდა ჩაიგდოს.  და აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რატომ ვერ გასცდა რუსეთისა და საქართველოს მოკავშირეობა მითოლოგიის სფეროს? ჩვენ შევეცდებით ამ კითხვას პასუხი ერეკლე მეორის ეპოქის მაგალითზე გავცეთ.

ია აბულაშვილი
02.09.2022

„სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში დრამატულია, რადგან პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით არანაირი სიახლე არ არის და პარტიები ძველ მეთოდებს იყენებენ. დრამატული სიტუაციაა მედიაშიც, ფეოდალური ხანაა, ყველა ფეოდალს თავისი ტელევიზია აქვს, ციხესიმაგრის ნაცვლად. ამ ვითარებას, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაშია, „ტოქსიკური პოლიტიკური ბაზარი" ჰქვია," - ასე აფასებს პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

თეონა ვეშაგური
01.09.2022

3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში, შესაძლოა 38-40 გრადუსს მიაღწიოს. სინოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად, რის გამოც სიფრთხილე აუცილებელია.

თეონა ვეშაგური
30.08.2022

ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები. 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც რეგისტრირებულთა 77%-ზე მეტს შეადგენს. თუმცა განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ უმაღლესში ვერ მოხვდა 23%, რაც ძალიან მაღალი რიცხვია სხვა წლებთან შედარებით.

თამთა ჩაჩანიძე
30.08.2022

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში დღეში კორონავირუსით საშუალოდ ორი ათასამდე ადამიანის ინფიცირება ფიქსირდება, გვაქვს ლეტალობაც, შვიდი დღის მანძილზე სამი ადამიანია გარდაცვლილი. სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც შიდა გავრცელების საკმაოდ ფართო მასშტაბებზე მიუთითებს, თუმცა პიკური პერიოდი ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×