ელზა პაპოშვილი 07.06.2023

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 31 წლის მამაკაცი მოსამართლეს წინასწარ პატიმრობას სასამართლოზე თავად სთხოვდა. ეს იყო ერთადერთი სათქმელი, რაც სასამართლოზე ნიკა ლაჩაშვილმა თქვა. ირკვევა, რომ მან 27 წლის, ყოფილი ცოლი, მარიტა მარტიაშვილი, კუკიის სასაფლაოზე ავტომობილში გაგუდა. ცხედარი ჯერ იქ დატოვა, თუმცა, შემდეგ უკან დაბრუნდა, ნაქირავებელი ავტომობილით ცხედარი წამოიღო და კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადააგდო. ექსპერიმენტული საგამოძიებო პროცესის დროს კი, დაკავებულმა ლაჩაშვილმა პოლიციას, ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ თავად მიუთითა.
|
ელზა პაპოშვილი 06.06.2023

7-დან 16 წლამდე გოგონებზე სექსუალური ძალადობის შემზარავი ფაქტების შესახებ ხდება ცნობილი. სავარაუდოდ, მათზე რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდნენ. ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი ჯგუფში ავრცელებდნენ. ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია აჭარის პროკურატურა.
|
ელზა პაპოშვილი 05.06.2023

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი - 5-ვე ქალაქში სასამართლო პროცესები ჩაიშალა. შენობებში ბომბებს ეძებენ, მოქალაქეებს სასამართლოს შენობებში გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ყველგან გამნაღმველები მუშაობენ. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ასაფეთქებლებს კი ძაღლების საშუალებით ეძებენ. ასევე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 04.06.2023

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა. სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობასთან დაკავშრებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ერთ-ერთი მათგანი მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაა. გამოძიება მოწმეებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 49 წლის გიორგი ბაჟუნაიშვილი, შვილის დანაშაულის დაფარვის მიზნით, მკვლელობის მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებდა და მათ მუქარის მეშვეობით ტყუილის თქმას აიძულებდა.
|
ელზა პაპოშვილი 02.06.2023

სისხლიანი ანგარიშსწორება ძმებს შორის - ხელვაჩაურში დედმამიშვილებს შორის კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. დანაშაული სოფელ კიბეში მოხდა. ახლობლების თქმით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა.
|
ელზა პაპოშვილი 31.05.2023

ბრაზილიაში 31 წლის ილია კახაბერიძე სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდა მეზღვაური, ქვეყანაში ტურისტულად იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ საქართველოში რეისიდან ის 4 თვის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. 1 თვეა რაც რიო დე ჟანეროში იმყოფება. რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მათთვის უცნობია. მხოლოდ ის იციან, რომ ის სასტუმროს ნომერში მოკლული ნახეს.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|