ელზა პაპოშვილი
11.09.2023

თბილისში, ტურისტულ უბანში სისხლიანი გარჩევა მოხდა - შარდენზე ცივი იარაღით მოკლულია ერთი და დაჭრილია ასევე ერთი ადამიანი. როგორც ცნობილი ხდება, ბრალდებულმა 31 წლის კაცმა ფიზიკური დაპირისპირებისას 2 პირს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 

რის გამო დაიწყო მხარეებს შორის კონფლიქტი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა დაპირისპირება ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურ ანგარიშსოწრებით გააგრძელეს. მათი თქმით, სწორედ ამ დროს, 31 წლის მამაკაცმა ორ პირს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.  

„დაპირისპირება ლესელიძეზე, რესტორან ფასანაურში რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. როგორც გავიგეთ, სამ პირს შორის მოხდა კონფლიქტი. ორი სცემდა ერთ ბიჭს და სწორედ ამ დროს მან ისინი დანით დაჭრა. ჯერ რაღაცაზე შელაპარაკებულან, ნასვამები ყოფილან და შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და სისხლიან ანგარიშსწორებად იქცა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მათი გაშველებაც ვერავინ მოასწრო. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც, რომლებმაც ტერიტორია დაასურათეს და ახლოს მდებარე ობიექტები დაათვალიერეს. პოლიციამ ეს პირი ცხელ კვვალზე იმ დღესვე დააკავა“, - ჰყვება თვითმხილველი. 

2 პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება 109 მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ 31 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ვ.შ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.დ. და 1985 წელს დაბადებული ს.დ. დანის გამოყენებით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.დ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო ს.დ.- ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება", - წერია უწყების განცხადებაში. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×