რეზონანსი
30.03.2024

3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი ანა რობაქიძე, რომელმაც შემთხვევის დროს და და მამა დაკარგა, სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს.

როგორც ანა რობაქიძე წერს, „გამწარებული ოჯახები მოითხოვენ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის“ რაფის ტერიტორიაზე“.

„საშინელებათა ფილმის ჟანრში მოვხვდი, სულ რაღაც ერთ წამში... ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო და არც ხელიც მოსაკიდი. ვყვიროდი, არავის არ ესმოდა! ხუთი ჩვენგანიდან, მხოლოდ მე გადავრჩი. გულწრფელად მინდა, უკანასკნელი იყოს ჩვენი ტრაგედია!

გამწარებული ოჯახები მოვითხოვთ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის“ რაფის ტერიტორიაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ იყოთ შემდეგი ან თქვენი საყვარელი ადამიანები!!!

ველოდებით სიტყვას, სადაც დაგვპირდებით, რომ რამეს მოიმოქმედებთ“, - წერს ანა რობაქიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×