რეზონანსი
28.04.2024

„იმედის კვირამ" ქართული სპორტის უპრეცედენტო და ისტორიულ წარმატებას დაუთმო დრო. ამ თემაზე კომენტარი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმაც ისაუბრა. მან ამ წარმატებაში „ფონდ ქართუს" წვლილს გაუსვა ხაზი.

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს საქართველოს პირველად და ხმამაღლა შეუძლია თქვას, რომ ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ქართულ სპორტს აქვს სწორედ ბოლო წლებში. ეს არის სპორტის პოლიტიკის სწორად განხორციელების შედეგი და ეროვნული ფედერაციების უზარმაზარი ძალისხმევის შედეგი. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს შედეგები ვერ დადგებოდა, რომ არა უპრეცედენტო განვითარება ინფრასტრუქტურის მხრივ და მანამ, სანამ სახელმწიფო ძალებს მოიკრეფდა და ჩადებდა თანხებს, სწორედ „ფონდმა ქართუმ" შეძლო, რომ სახელმწიფოს ნაცვლად მიზანმიმართულად განევითარებინა ქართული სპორტული ინფრასტრუქტურა და პირველი მიღწევები, მათ შორის რაგბიში, მოიტანა სწორედ „ფონდ ქართუს" ამ უპრეცედენტო ქველმოქმედებამ", - განაცხადა წულუკიანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×