რეზონანსი
29.04.2024

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე სამართალდამცავებმა, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მისი გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა და ვითარება დაიძაბა.

აქციის მონაწილეები იმ სცენაზე ასვლას ითხოვდნენ, რომელიც პარლამენტთან "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებითაა დამონტაჟებული.

დაპირისპირებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც.

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი განცხადებაცგაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×