რეზონანსი
29.03.2024

ივანიშვილს საქართველო, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი - მას მიაჩნია, რომ ევროპაზე თავდასხმის მეთოდმა გაჭრა, მას სანქციები არ დაუწესეს და კანდიდატის სტატუსი ამიტომ მივიღეთ, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, ის, რომ „ქართული ოცნება" ახლა არა მხოლოდ ევროპას, ამერიკასაც „უტევს", ეს ბიძინა ივანიშვილს სანქციებთან აახლოებს.

მისივე თქმით, თუ დეკემბერში საქართველოს ევროპა მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ეტყვის, ფაქტი იქნება, რომ არც არჩევნების და არც სამართლიანი სასამართლოს რეფორმა არ განხორციელებულა.

„ხალხის ძალა" რატომ შექმნა ივანიშვილმა? იმისთვის, რომ ევროპას თავს დასხმოდა. თითქოს ევროპა მას თავის 800 მილიონს არ უბრუნებს, მტრობის გამო. ივანიშვილს საქართველო, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი, მისი პირადი საქმეების მოსაგვარებლად მთავრობა დაგეშილიც ჰყავს. მას მიაჩნია, რომ ევროპაზე თავდასხმის მეთოდმა გაჭრა, მას სანქციები არ დაუწესეს და კანდიდატის სტატუსი ამიტომ მივიღეთ.

ივანიშვილი ძალიან ცდება. მისი, როგორც დე ფაქტო მმართველის დასანქცირება, მართლაც ნიშნავდა იმას, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მოეცათ. ამ ყველაფრის გამო, ევროპამ რაღაცებზე თვალი დახუჭა, მაგრამ ამიერიდან არავინ არაფერზე თვალს არ დახუჭავს. ის, რომ „ქართული ოცნება" ახლა არა მხოლოდ ევროპას, ამერიკასაც უტევს, ეს ბიძინა ივანიშვილს სანქციებთან აახლოებს. თუ დეკემბერში საქართველოს ევროპამ უარი უთხრა, ფაქტი იქნება, რომ არც არჩევნების და არც სამართლიანი სასამართლოს რეფორმა არ განხორციელებულა და ეს ევროპისთვის ძალიან დიდ გულისწყრომის მიზეზი იქნება. თუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონით და ა.შ. ივანიშვილი მთელ ევროპას გადაიმტერებს, ამით ვინ შეიძლება იყოს კმაყოფილი? - მხოლოდ რუსეთი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×