რეზონანსი
29.03.2024

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი „დემოკრატიის მრავალფეროვნების" (V-DEM) კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, როდესაც საქართველოს დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემაზე ვმსჯელობთ, უნდა დავეყრდნოთ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს და არა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას.

„რა მონაცემებს უნდა ვეყრდნობოდეთ, როდესაც საქართველოს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემაზე ვმსჯელობთ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას თუ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს? აი, ერთ-ერთი მათგანი: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის, „დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-DEM) კვლევის მიხედვით:

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს და ევროკავშირის 21 სახელმწიფოს უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების მაჩვენებლის ინდექსი, 2012 წელთან შედარებით, 69 საფეხურით არის გაუმჯობესებული. კორუფციული გადაწყვეტილებებისაგან სასამართლოს თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის, კონტინენტური ევროპის ქვეყნების ოცეულში, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო სამეულშია.

უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მოდელური შეფასება ზედიზედ მე-11 წელიწადია დადებითი ქულით აღინიშნება", - წერს გიორგი ვოლსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×